მიტოვებული მარტოობა თბილისის ერთ წვიმიან დღეს (ფოტოკოლაჟი)

დღე იყო, ოდეს მზე მწუელი გარდაშორდა ცისა ტახტსა და იწყო სლვად დასავლეთით, მიახლოებად ძილისა კარიბჭისა.

არაფერი მინდოდა, გარდა დაკარგვისა და პატარა, ლამაზი სახლების ლაბირინთებში სიარულისა. მინდოდა, გამეგო, რამდენად დავშორდი მარტოობას. სამიოდ წლის წინ თავდაჯერებულად ვაცხადებდი, რომ მარტო ვარ. დღეს რომ ეს ვთქვა, ჯერ ჩემი სინდისის ნარჩენები არ გამიშვებს და მერე მეგობართა ჯგრო. დღეს ჩემს მიტოვებულ მარტოობას ჩავხედე თვალებში.

სადღაც 5 იქნებოდა, რომ ილუსტრაციის ხატვა დავასრულე და გეზი ქართლის დედისკენ ავიღე. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხებით.

ბოლოდან დავიწყებ: ეს მე ვარ, პარსიფალს თუ ზიგმუნდს ვასახიერებ და ვხვდები, რომ თავი მაქვს დასაბანი.

სანამ მაღლა ავძვრებოდი, ბეთლემისუბნის დღის დაარსების ცერემონიალს გადავეყარე…

ესეც აქ იყო

მწვადის სურნელი და კვამლი ერთმანეთს ასწრებდნენ

მე ჩემი გეგმები მქონდა, ასე რომ მუსიკა!

და ნაბიჯით…

წინ ვიწრო,

დაბურული

და გრძეეელი გზა იყო

ამასობაში ხელმეორედ მოღრუბლული ცაც ხელახალი წვიმის წამოწყებისათვის გაემზადა და პლეერმაც “გლადიატორის” Now We Are Free-ზე გადართო

კი, თავისუფალი ნამდვილად ვიყავი, მაგრამ თბილი ამინდებით დაიმედებული და სახლიდან გამოსული გველების დანახვის შიში თავისას შვებოდა. ნუ გეშინიათ, მედგრად არ ვიფსამდი ;)

უცებ მოვიხედე და… ჩემი მიტოვებული მარტოობა ზის ბილიკზე გადმოწოლილი ხის ტოტზე, ცალ ფეხს აქნევს და მეჯღანება. ისე, როგორც 5 წლის ასაკში მე – მას. არა, ზღაპარია ეს. მარტოობა შიშმა მაგრძნობინა, მარტოდ დარჩენის შიშმა. თუმცა მესიამოვნა, რომ მარტო მე წამოვედი ამ გზაზე. ასეთ დროს ზედმეტი სუნთქვის გაგონება გამაღიზიანებლად იმოქმდებდა.

“რა დროს უნივერსიტეტი და საკუთარი გადაწყვეტილება იყო, მე ხომ ჯერ ქუჩაც არ მენახა ნორმალუად…”

გზაც დამთავრდა და დაიწყო ნაცნობი ქუჩები

ნაცნობი სიტუაციებით და

ნელ-ნელა უცნობი, პატარა და საყვარელი სახლებით

2 – 4 – 6

ასეთ რამეს თუ მთაწმინდის უბანში წავაწყდებოდი, არ მეგონა. ლამ-აზია აზია.

სანამ ჩემს წარმოსახვით ცხვრებს ბარისაკენ ვერეკებოდი, ეს სახლი შევნიშნე. მერე კი – მეგობარი ;)

აქ მან ჯერკიდევ არ იცის, რომ მე გვერდით მივყვები. ისევ ისეთი მორცხვი, თბილი და კეთილი ბიჭია, როგორიც ეკლესიაში, მისი გალობისას გავიცანი.

როცა მას გამოვემშვიდობე, ნაცნობ სახლს გადავაწყდი. იმედია, მისი მკვიდრი ამოიცნობსს საკუთარ კედლებს :)

თბილისში წვიმიანი დღე იყო. როცა წყალი თქრიალით მოედინებოდა და ახლომდებარე დინებებს ეფექტუად უერთდებოდა,

პაატარა და მონატრებული გავნიუკი შევნიშნე. იმედია, მასაც უხარია მორიგი დაუპატიჟებელი წვიმის მოსვლა.

ამასობაში დაკარგული გზაც ვიპოვე და ცივილიზებულ რუსთაველზეც დავეშვი.

დამრჩა სველი თავი, მიტოვებული მარტოობა, რომელიც თუნდაც ახლა მეუბნება, რომ დავწვე და უამრავი აუხდენელი ოცნება, რომელთა მოგვარებაშიც, იმედია, მომავალი ოჯახიც ხელს შემიწყობს. ყოველ შემთხვევაში, ცოლი მაინც უნდა იყოს ამაყი იმით, რომ მისი ქმარი ვარ, ის კი – ჩემი მეუღლეა. რაც შეეხება მარტოობას, მას ვერ დაიჭერ, ვერ გააქრობ, ვერ მოკლავ. შეგიძლია, უარყო იგი, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც ვერ ასცდები მას.

აი, რას უშვება ადამიანს წვიმიანი დღე და მარტოობა ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

22 thoughts on “მიტოვებული მარტოობა თბილისის ერთ წვიმიან დღეს (ფოტოკოლაჟი)

  1. ლილიანი

    ფეკალიები რამ გადაგაღებინა ამ გენიალური დღის დასასრულს მაინც ვერ გავიგე : )))
    თუმცა ეტყობა განწყობას უხდებოდა ))
    კარგია ძველი უბნები ♥

    1. zurriuss Post author

      ჰო, მარი. ვფიქრობდი, ამომეღო ეგ სურათი. მაგრამ რეალობა ეგაა და ამიტომაც დავტოვე :*

  2. მარი

    არადა მარტოობაზე მაგარი რა არის. ნერვებს რომ არავინ გიშლის და შენთვის მიდი-მოდიხარ სადაც გინდა თავისუფლად.მე მიყვარს მარტოობა

  3. SaLoMea_Mze

    ვაიმე რა სასიამოვნო იყო.. თითქოს მეც შენთან ერთად დავდიოდი… არა მაპატიეთ, ვერ დაგირღვევ მარტოობას :) შენსავით დავდიოდი!.. :) მარა მე რატომღაც ბოლო კადრი არ დამინახავს :d :d :d

  4. ნათია

    მდაააა…ვისიამოვნე სურათებით და მათი კომენტარებით,კარგია წვიმის დროს ძველ უბნებში სეირნობა :)

  5. ზურა

    საინტერესო ფინალია, იტალიური ნეორეალიზმის მსგავსი

  6. ინგა

    ახლა მივხვდი, რომ მარტოობა მინდა, მასეთი განმარტოვება ამქვეყნიერებისგან…ზურა შენთან ერთად მოვდიოდი, ჩუუმად მოგყვებოდი უკან :)

  7. როდრიგო

    ძალიან კარგი იყო. მარტოობას არაფერი სჯობს;)) მიკვირს ისეთი ადამიანების ვისაც ამ სიტყვის გაგონებაზეც კი აძაგძაგებს…

    პ.ს.
    წიგნის ფესიტივალზე დაგინახე და იმედეია პოსტს დაწერ;)

    1. zurriuss Post author

      რატომ არ შემეხმიანე????
      წიგნის ფესტივალზე მე რატო უნდა დავწერო, წიგნი მიყვარს??? :green:

        1. zurriuss Post author

          დაწერე შენ :green:
          ბოლოს მარტო როცა ვიყავი, კი წაიკითხე ამის შესახებ :)

  8. sun_waiting

    ძალიან მიყვარს ასეთი ბოდიალი : ))) და მე მარტო არასდროს ვარ ასეთ დროსაც კი ; )

    ხო ხედავ რამდენი გიფიქრია, ასე რომ მარტო ვერასოდეს დარჩები შენ თავთან, ფიქრების სახით ყოველთვის გამოგეხმაურება ვინმე : ))))

    პ.ს. მიყვარს ფოტოკოლაჟიანი პოსტები …

  9. დიანიკო

    აჰა, გამოჩნდა… :) უფ, ეგ რა ნაცნობი გზებია… :) ცხრაჯერ მაინც მაქვს გათელილი… :) მაგააარ! მარტოობას არ სჯობს არაფერი! დამიჯერე ;)

  10. შეილა

    ზუუუუუუუუ!!!!!!!! ჩემი სახლიიიიიიი!!!!!! რატომ არ შემოხვედი??? ჩაის დაგალევინებდი ლამაზი ჭიქიდან, მაგრამ პანჯარა რადგან მეორე სართულზე დახურული იყო, სავარაუდოდ მეძინა. ვაიმეეე, როგორ გამიხარდა ჩემი სახლი შენს პოსტზეეეეე… მადლობბბბბ :*

  11. Bank CardUSA

    This is probably one of the best mentions of this topic Ive seen in quite a while. Its obvious that your knowledge of the subject is deep and this made for a very interesting read.. thanks !! very helpful post pleasing fantastic pleasing.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.