С 8-го Марта, ამხანაგო ქალებო!

მას შემდეგ, რაც კლარა ცეტკინმა და როზა ლუქსემბურგმა პირველად ააფრიალეს სარვამარტო ფლაგები, “ჟენსკი მეჟდუნაროდნი ძენ” საკამათო მოვლენა გახდა. ჯერ იმიტომ, რომ ქალთა ემანსიპაციასა და ფემინიზმს უკავშირდებოდა, რაც, თავის მხრივ, ყველას ინტერესში არ შედიოდა (შოვინისტები ეგენი!).

კლარა ცეტკინი "ლენინებით" ხელში :) (1924 წ)

მერე მეორეც, ვინაიდან ეს მემარცხენეული წამოწყება იყო, ისე გამოვიდა, რომ ეს მშვენიერი 8 მარტი საბჭოთა კავშირს შერჩა. შედეგად, ქალთა საერთაშორისო დღე უქმედ, ძირითადად, პოსტსაბჭოურ, კომუნისტურ და კიდევ 1-2 ქვეყანაშია უქმე მხოლოდ. მე, როგორც ანტიკომუნისტოთეისტს, არა მწამს მაგენის, მაგრამ, როგორც სასიამოვნოდ ლიბერალს, არა მაქვს უფლება, 8 მარტის მრევლს არ მოგილოცოთ :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

3 thoughts on “С 8-го Марта, ამხანაგო ქალებო!

  1. მარი

    ამ დღეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა შაბათ-კვირას არ ემთხვევა :d (imho)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.