ჩემი 23-ე საახალწლო პოსტი

ავტაპორტრეტ :)

ყოველი წლის ამ დროს მაინც ჯიუტად მგონია, რომ იქნებ კაცობრიობა შეცდა (თორემ აქამდე არ შემცდარა) და კალენდარის გამოანგარიშებაში შეცდომა დაუშვა? იქნებ 20 ივლისი დღეს უკვე სხვა დღე ჰგონიათ და ნამდვილი 20 ივლისი კარგა ხნის წინათ დაიკარგა? როგორც უნდა იყოს, ზუსტად (თუ არაზუსტად) 23 წლის წინ გაგრის #1 საავადმყოფოში ჩემი საათი ჩაირთო, რომლის წიკწიკი ნელ-ნელა გაუთავებელ ყვირილად გადაიქცა და ახლა ბევრს აწუხებს :)

რომ ამბობენ, მე არ მინდოდა დაბადება და რას მაჩენდნენო, მიკვირს, ასე კარგად ახსოვთ, რა უნდოდათ და არ უნდოდათ 1 დღის დაბადებულებს? 23 წელია, რაც დედამიწას ვტკეპნი და ბოლომდე მე ვერ გამიგია, რა მინდა აქ. ისე, მართლა: რა მინდა აქ?

მე მოვედი, რომ სიმართლეს ვემსახურო? – უჰ, კაი ერთი.

მე მოვედი, რომ ვიარსებო? – ეგ ისედაც ეგრეა.

მე მოვედი, რომ ყანა გავმარგლო? – მეტი არაა ჩემი მტერი.

მე მოვედი, რომ მოსვლაზე უკეთეს წასვლაზე ვიოცნებო? – ჰმ… ეგ უფრო ჰო :)

ვინც არ მიცნობთ, იცოდეთ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვისაში, 2 ახალი წელია. მე გამიმართლა და ერთ-ერთი მათგანი გაგნია ზაფხულში მაქვს. სიყვარულით, ორივე თანაბრად მიყვარს, მაგრამ ერთ-ერთში არაფერი ხდება, რადგანაც ამ დღეს, ზოგადად, არაფერი ხდება ხოლმე. კალენდარში 20 ივლისი თითქმის ისეთი არაფრისმთქმელია ხოლმე, როგორც უდაბნოში გამოჩენილი მირაჟი.

… და, რაღაცნაირად, პირში ზღვის გემო ვიგრძენი. ეს ზღვა ხომ არ მანებებს თავს. სავარაუდოდ, გაგრის ზღვაა, რომლის გემოც არასდროს მიგრძვნია.

კიდევ იმას ვიტყვი, რომ წლები უფრო და უფრო მოკლდება და შარშანდელი 1 თვის წინანდლად მეჩვენება. მთელი ამ ხნის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არც ჩემში, არც ჩემ გარშემო არ მომხდარა. ისევ მოდის და მიდის ახალი წელი, ჩემს ბლოგზე უკვე მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეს მსოფლიო მე მეკუთვნის, ეს დაბადების დღეც წინამორბედებივით ჩვეულებრივი იქნება, რადგან მე ამ დღეს ზუსტად ისეთი ვიქნები, როგორიც რეალურად ვარ :)

პ.ს. შეგიძლიათ, უმარტივესი საჩუქრით გამიმასპინძლდეთ და ჯერ ეს გვერდი დაალაიქოთ, მერე კი ჩემი ეს ნახატი. ყველას დიდი მადლობა :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

7 thoughts on “ჩემი 23-ე საახალწლო პოსტი

  1. სიყვარულოვნა

    მე არ მესმის ადამიანების ვისაც საკუთარი დაბადების დღე არ ახარებთ.

    სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რისთვის ვიბადებით მეთქი და აღმოჩნდა რომ ზედემტად რიტორიკული კითხვა იყო “|

    1. zurriuss Post author

      მაგარი დებილობა დღე მქონდა საერთო ჯამში. აჰა, ხო გითხარი, დაბ. დ$ღე არაფერია-მეთქი :green:

  2. გვირილა

    აუf, ეს უმარტივესი საჩუქარი გუშინ დაგიტოვე ლაიქის სახით და ახლა რა ვქნა? სურვილები და ჯანდაბები როგრო არ მიყვარს არადა.

  3. keti

    გილოცავ, ზურიუს! : )
    მართალია, შარშანდელი ერთითვისწინანდელივით არის – მეც ეს განცდა მაქვს : )
    გისურვებ მომდევნო “თვეები” ბედნიერი და წარმატებული იყო! :)

  4. Sophie שרה Golden

    ზურიუს, 23 წლის ხარ? 23 ჩემი საყვარელი რიცხვია. დარწმუნებული ვარ, ძალიან ნაყოფიერად გაატარებ ამ ასაკს, მიაღწევ მიზნებს და რაც მთავარია, მშვიდი და კმაყოფილი იქნები შენი თავის, ცხოვრების და ადამიანების, შენს გვერდით ვინც არიან… და თუ არ იქნები, გამოსავალი ყოველთვის არის, რომ გააუმჯობესო ყველა ზემოთ ჩამოთვლილი :)

    1. zurriuss Post author

      სოფ, გაიხარე ძალიან თბილი, სწორი და სასარგებლო მოლოცვისთვის. დიდი დიდი მადლობაააა :p

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »