2012 – უკვე ნუცუბიძეზე!

ალბათ, ეს სათაური მოუხდება იმ ამბავს, რომელიც ნუცუბიძის III პლატოზე, ჩემს საცხოვრებელთან შორიახლოს ხდება. რამდენიმე დღის წინ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა გასკდა და ზედა ფენა ასფალტიანად ჩავარდა.

რომ დავინახე, თავიდან მეგონა, წყალგაყვანილობას თხრიდნენ. როცა მიუახლოვდი და, ასე ვთქვათ, ჩავიხედე, გამიკვირდა და შემეშინდა: აშკარად ეტყობოდა, რომ მიწა ამოთხრილი კი არა, ჩაქცეული იყო!

მეორე დღეს, ანუ გუშინწინ, ორმო უფრო გადიდდა და ახლა ის ადგილიც ჩავარდნილიყო, რომლიდანაც წინა დღეს მე ვაკვირდებოდი. ოჰო, გავიფიქრე, ასე ნელ-ნელა თუ გამოგვეცალა საყრდენი მიწა, მოსულა 2012-ც და ეგ არი…

ორმოს ზომამ და სიღრმემაც აშკარად მოიმატა. როგორც გავიგე, ტელევიზიამ უკვე გააშუქა.

მიზეზი მიწისქვეშა ნიაღვრის მიერ ქანის გამოცლა ყოფილა, რაც გეოლოგიაში ნაცნობი პროცესია. აბა რა იქნებოდა, როცა უცბად აღმოჩნდება, რომ ადგილს, რომელსაც გგონია, რომ 5 თითივით იცნობ, მიწა გამოეცლება და ჩაიგრევა? კიდევ კარგი, არავინ ჩაუყოლებია…

დღეს დილით ტრაქტორები უშაობდნენმის ამოსაწმენდად. ძველი მიწა ამოიღეს და, ალბათ, ან ხრეშს, ან სხვა მიწას მოიტანენ. საღამოს ორმო ისე გადათხრილი დამხვდა, დევის დამთქნარებული მეგონა.

ნუ შეგეშინდებათ (თქვენ მაგივრადაც მე შევშინდი). იმედია, 2012 ჯერ ადრეა და 50 წელს მაინც მოიცდის :)

P.S. მსგავსი სახის ბილბორდები თუ გამოჩნდება, თქვენ უკვე რაღაცნაირად შემზადეულები იქნებით.

Targmne.com
Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

39 thoughts on “2012 – უკვე ნუცუბიძეზე!

  1. ლოლიკა

    შესანიშნავი, პოზიტიური და ოპტიმიზმით სავსე დასასრულია :)

  2. წყარო

    ვახ, რა ექსტრემალური რაღაცეები ხდება ამ ბოლო დროს, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებ ფანჯარაში გადავიხედავ და აღმოვაჩენ რო ფუნიკულიორის მხრიდან უზარმაზარი ცუნამი მოდის ჩემსკენ და ანძა მოაქ წვერით….

  3. Tomushka

    სანიაღვრო სისტემაა მოსაწესრიგებელი.
    კლიმატი იცვლება, ტროპიკკულ კლიმატზე გადავდივართ და საჭირო ზომებს უნდა მიმართონ სანამ დროა.

    1. Katiee

      ტროპიკული კლიმატი ნეტა მარტო წვიმას გულისხმობს და მზეს არა? დავლპით :(((

      პ.ს. კიდე კაი ეგ საზრდენი სკვერს გამოეცალა და არა კორპუსს.
      წლების განმავლობაში კუტუზოვის ქუჩა იყო მასე და უშველეს როგორც იქნა. დააგებდნენ, ჩაიწევდა და ტალღები კეთდებოდა ქუჩაზე.
      ოღონდ 1 წელი მოუნდნენ მაგ მიწის ჩატკეპნას.

    2. Clown

      გეთანხმები :|

      პ.ს სანამ პოსტს წავიკითხავდი და სურათები შევათვალიერე, მეც მეგონა წყალგაყვანილობას აკეთებდნენ :შ

    1. zurriuss Post author

      ჰოდა სანამ მიწა ჩაუყრიათ, ჩაჯექი და იქიდან შობე სიბრძნე :green:

      1. ლილიანი

        madloba shen faqtiurad chemi ert erti saყვარელი ფილმის პერსონაჯობა მირჩიე :D :PPP
        მერე იტყვით ხომ გითხარით :) :p გაფრინდებათქო :D

  4. დიანიკო

    ვაი! ჩემი ციყვის სახლთან… აუ კიდევ კარგი საძირკველთან არაფერი მოხდა. აუ, მაგ ადგილას რამდენჯერ ვმჯდარვარ… გავლაზე რომ არაფერი ვთქვათ! :(

    ისე, თითქმის მეზობეეელ! :D :D :D

  5. Qilipa

    ,,დევის დამთქნარებული” მაგარი იყო :))) ხოდა 50 წელზე მეტი თუ მოიცადა რაღა 2012 იქნება? მუღამი ეკარგება ყველაფერს… არა რას ვამბობ კაცო ტფუ,ტფუ – ჯვარი აქაურობას!!!

  6. ნათია

    წარმოიდგინე რომ დგახარ მიწაზე და უცებ…. ოუუუ ძალიან ცუდია…კიდევ კარგი რომ არავინ ჩაყვა მართლა….

  7. Dv0rsky

    მაგარი პოსტია. სამოქალაქო აქტივიზმისა და რეპორტინგის საუკეთესო მაგალითი.
    ერთადერთი, რაც დარჩა – რუკაზე ამ ადგილის მონიშვნა და რუკის ჩვენება :)

      1. Dv0rsky

        1. შედიხარ აქ: http://maps.google.com/
        2. ირჩევ Satellite ხედს
        3. გადადიხარ My Maps-ზე
        4. პოულობ ადგილს რუკაზე
        5. აჭერ Create New Map
        6. გამოტანილ მენიუში არქმევ რუკას სახელს
        7. სატელიტურ რუკაზე პოულობ placemark-ს და აჯენ საჭირო ადგილას
        8. Save

        სულ ესაა.

        ან ნახე ეს ვიდეო-ტუტორიალი: http://www.metacafe.com/watch/2429510/google_maps_in_paper_how_to_mark_a_place/ :)))

  8. CinnamonGirl

    ორმოსი რა გითხრა, მაგრამ წაბლის ხეების ფოთლების სიმწვანემ ნამდვილად მომხიბლა…

    და ქანები კიდევ დაე მოძრაობდნენ…

    ასე იბადებიან ახალი კონტინენტები :)

  9. egoisti

    პლატოზე რას არ ნახავ :))=)) ეგეთი რაღაცეები აქ არც ისე იშვიათად ხდება … :))

  10. kevana

    გეოლოგიური პროცესი + წვიმაც ეხმარება და შედეგად: მეწყეერ : )

  11. ლუკა

    საინტერესოა მაგრამ 2012 წელს ამას არ წინასწარმეტყველებენ და ნუ აპანიკებ ხალხს ;) 2012 წელს X პლანეტა “ნიბირუს” დაჯახებას ან დედამიწასთან ახლოს ჩაქროლვას წინასწარმეტყველებენ.ეს ნიბირუ დიდი გამოხსივების და მომწამვლელი მტვრისგან შედგება,შედეგად თუ ჩაგვიქროლა კატაკლიზმებს გამოიწვევს.ასევე ფიქრობენ,რომ როდესაც ჩაუქროლებს ანუ გვერდით აუვლის ახლო მანძილიდან დედამიწას ღერძიდან გადახრის და ააყირავებს და თუ აყირავდა ჩვეულ რეჟიმში ანუ ღერძი თავის ადგილას დადგეს თუ რაც ქვია 2 ან 3 კვირა დასჭირდება.

    1. zurriuss Post author

      ძალიან საინტერესოა…
      მაგრამ ჩემი ვერსია ჯობია, ნაკლებად ხარჯიანია :)

  12. ლუკა

    ის ფილმი სრული აფსურდია მეცნიერები ამას ვარაუდობენ,რაც დავწერე.გლობალურ დათბობას ვიღაცა აფერისტი ამბობს წარღვნა და კიდევ ბევრი უბედურება მომხდარა ათასობით,ათი ათასობით წლის წინათაც ხდებოდა,მაშინ მანქანები თვითმრინავები აბინძურებდნენ ჰაერს? ცოტა,რომ დაუფიქრდე კარგად ჩანს მათ ფულის “მოტეხვა” უნდათ.

    1. zurriuss Post author

      რამე ახალი თქვი. მაგას ყველა ხვდება… ნუ მე მაინც :)

  13. ლუკა

    კაი კაცო : ))) შენ თუ იცი აგე ხალხი რაებს წერს წაიკითხე :)

  14. ლუკა

    ხუმრობის რა მოგახსენო და რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? :)

    1. zurriuss Post author

      მეტ-ნაკლებად ვხვდები ჩემი აუდიტორიის კომენტარების შინაარსს. უკვე შენც მათ რიცხვში ხარ :)

  15. ლუკა

    მე ვიგულისხმე,რომ რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული რომ ხუმბრობს ეს ხალხი და სისუელელეებს წერს?(არავის არ ეწყინოს გეწყინოს)

      1. zurriuss Post author

        არაუშავს… ხდება ხოლმე. ისე, რახან აქა ხარ, ბარემ სხვა პოსტებს გადახედე ბუნებაზე :)

  16. ლუკა

    ბოდიში მართალი ხარ,უბრალოდ როცა ვწერ ყურადღებას არ ვაქცევ და თავისთავად მეშლება ბევრი რამ. : )

  17. ლუკა

    სულ ამ პოსტს რატომ უყურებ რამე განსაკუთრებული უნდა დაიწეროს? :)

    1. zurriuss Post author

      არა, ყოველ ახალ კომენტარზე შეტყობინება მომდის მეილზე… და აღარ დააკომენტო აქ. გაივსო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.