2012 წელი და მარტო სახლში

ჩემი ახალი, "მზა" ნაძვის ხე

შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!

როგორ იწყება ჩემი 2012 წელი:

  • ახალ წელს ჯარში, სავარაუდოდ, პოსტზე დგომისას შევხვდები
  • ახალ წელს პირველად  ვხვდები თბილისში
  • ახალ წელს, როცა სახლში ღამენათევი დავბრუნდები, არავინ დამხვდება. ჩემი ძმა ქუთაისში იქნება
  • ახალ წელს ვერ გავაწყობ ნაძვის ხეს, რადგან უკვე გაწყობილი პატარა ნაძვის ხე მაქვს
  • ახალ წელს, ალბათ, დავლევ თაფლიან-ლიმნიან ვარდის ჩაის, შევჭამ რაიმე სამარხვოს, მერე გამოვრთავ მობილურ ტელეფონს, მივწვები და დავიძინებ
  • ახალ წელს, როცა შუადღის ძილიდან გამოვძვრები, ჩავრთავ ტელეფონს, გავხსნი ლეპტოპს, ვეღარ ავუვალ საახალწლო მილოცვებს, ლეპტოპს დავხურავ
  • ახალ წელს მოვიცვამ პალტოს, კაშნეს, ქუდს, ხელთათმანებს, გავალ უკვე ჩამობნელებულ გარეთ-ში და ერთდღიან შვებულებაზე გასულ ქალაქს მარტო დავათვალიერებ, რა თქმა უნდა, “მარტო სახლში“-ს საუნდტრეკების ფონზე. თუ მელანქოლიამ  გადამძლია, რომელიმე დიდ ნაძვის (მაგრამ მახინჯ) ხესთან მივალ და რამეს ჩავიფიქრებ.
  • ახალ წელს, როცა ბოდიალს მოვრჩები, სახლში დავბრუნდები, ცოტას წავხატავ, რამეს ვუყურებ და კვლავ დავიძინებ.

თუმცა ყველაფერი, შესაძლოა, სხვანაირად განვითარდეს. მაგრამ, როგორც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მადლიერი ვიქნები, რადგან თითოეული დღე რაღაც ახალს მასწავლის. მთავარია, თვალი კარგად მიმოვავლო გარემოს და აუცილებლად ვიპოვი იმ დღის სახელმძღვანელოს, გადაშლილს შესაბამის გვერდზე.

პ.ს. საშობაო მუსიკა რომ დამედო, ძალიან მელანქოლიური პოსტი გამოვიდოდა, არადა სულაც არ მომიწყენია. ასე რომ, თამთა ცხვიტავა ვარჩიე. ჰო, მართლა, დღეს მის დახურულ კონცერტზე მივდივარ და ახალ წლამდე შთაბეჭდილებებსაც გიამბობთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

10 thoughts on “2012 წელი და მარტო სახლში

  1. მეანდერძე

    დასკვნა კარგი იყო :დ ზურიუს ეგ კონცერტი რომელ საათზე იწყება? როგორც ვიცი კავკასუს ონლაინი გადასცემს ონლაინში

  2. Natalia

    მე მინდა ახალ წელს ისე შევხვდე, როგორც აქამდე არ შევხედრივარ. ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორ, მაგრამ რამე ახალი მინდა და სპონტანური :) რამე გამოვა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მთავარია რომ მინდა, და იქნებ ღმერთებმა ჩემი სურვილი შეისმინონ სადღაც, კოსმოსში : ))

    შენც საინტერესო ახალ წელს გისურვებ ზურიუს, პოსტზე ბევრი რამე შეიძლება მოხდეს : ))

    1. zurriuss Post author

      მადლობ. ახალი წელი ნამდვილად საინტერესო მექნება. შენც იმავეს გისურვებ :green:

  3. მარი

    სამაგიეროდ, შარშან გქონდა მშვენიერი ახალი წელი, წვიმასა და ტალახში :d :d
    დარწმუნებული ვარ, სულაც არ მოგიწევს ახალი წლის ეგრე გატარება და რამე უფრო საინტერესოს მოიფიქრებ. თუ არა, ქევინიც მშვენივრად ერთობოდა მარტო :d :d

  4. Sophie שרה Golden

    თავიდან ცოტა გული დამწყდა, მეთქი, მარტო როგორ უნდა შეხვდეს, მაგრამ ყოველ წელს ერთი და იგივეც მოსაწყენია, თან პატარა ხომ აღარ ხარ, პოსტზე დგახარ უკვე კაცი :)

    ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებ! სურვილის ჩაფიქრება არ დაგეზაროს, აუცილებლად აგისრულდება, მე მჯერა ასეთი რაღაცების :)

    1. zurriuss Post author

      კი, სოფ! სურვილებისა და ახალი წლის მეც მჯერა და ეგრეც ვიქცევი :)
      მეც გილოცავ ყველა ბედნიერ დღესასწაულს :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »