“შენთან საქმე მაქვს”

"ჩემი ფეხები"

ცხოვრება რომ ავტობუსია, ეს ვიცით. ჩვენ რომ მძღოლები ვართ, ეგეც ცნობილია. ჰოდა, ბოლო დროს, ძალიან ქვიან გზაზე მივჯაყჯაყებ. ირგვლივ უამრავი კენჭი და ლოდი ყრია. ზოგს გვერდს ვუვლი, მაგრამ ბევრზე ისე გადავეხლიწები, მანქანა მეხვეწება, გაჩერდიო. მაგრამ როგომ გავჩერდე, თავი მოვიკლა?

აი, ლოდები, რომლებზეც ბოლო დროს ვჯაყჯაყებ:

  • არ ვიცი, სამსახურ(ებ)ი როდის გადამიხდიან
  • ჯიპას კაფეში 10 ლარი ვალი
  • ჩემი ბლოგის აღარპოპულარობა
  • თვითცენზურა ანუ პოსტის წერისას მშობლების შეფასებაზე ვფიქრობ
  • რამდენიმე ჩემი მეგობარი სასტიკად და არგუმენტირებულად ვერ იტანს ერთმანეთს
  • უაზრო კონფლიქტი სხვა რამდენიმე მეგობართან
  • სიზარმაცე საკითხავი მასალასთან დაკავშირებით
  • “დილის კურიერის” საწამლავი ნიუსების პაკეტი
  • “შენთან საქმე მაქვს” ფრაზის შიში

შენთან საქმე მაქვსო, ასე მეუბნებოდა სკოლის დირექტორი, რომელიც სასაუბროდ თავის კაბინეტში მეპატიჟებოდა. გულს მიხეთქდა ეს ფრაზა და სულ ვფიქრობდი, რამე ისეთი ხომ არ დავაშავე და გარიცხვას ხომ არ მიპირებენ-მეთქი. რა თქმა უნდა, იყო ისეთი “შენთან საქმე მაქვს” შემთხვევებიც, რომლებიც ჩხუბით სრულდებოდა. ხან მბეგვავდნენ, ხან მე ვუგებდი. სიმართლე გითხრათ, ბევრ შემთხვევაში მე ვიყავი დამნაშავე. მაგრამ ეს დრო გავიდა. მერე, ასე თუ ისე, მოვჭკვიანდი. მაგრამ შინაგანი მე თუ რაღაც ჯანდაბა ასე არ ფიქრობს და დღესაც კი, ვინც ამ დაწყევლილ ფრაზას მიხსენებს, გული მისკდება:

  • რამე ხომ არ დავუშავე?
  • ჩემზე რაიმე საშინელი ხომ არ გაიგო?
  • ვინმე ხომ არ მოუკვდა?
  • რამე ხომ არ სჭირს?

რას ვიზამდი უ”შენთან საქმე მაქვს”ოდ:

  • ერთი ფობიით ნაკლები მექნებოდა
  • შვებით ამოვისუნთქავდი
  • მეგობრებთან უფრო თავისუფლად ვიქნებოდი
  • მეტს ვენდობოდი
  • მეტად გამიხარდებოდა
  • სიხარულით ვიბოდიალებდი მაღალ ადგილებზე
  • სიხარულით გავიშხლართებოდი სადმე
  • ცას თვალებდაუხამხამებლად შევხედავდი
  • დილაობით მუცელი არ შემებერებოდა

ცხოვრება მარტო “მეშოკ ს ძერმომ” რომ არ არის, ამას ამტკიცებს:

  • “ცხელი შოკოლადის” კონკურსში ჩემი მონაწილეობა
  • გამოფენისთვის მზადება
  • მეგობრების დახმარება საგამოცდოდ ერთად მომზადების თაობაზე
  • მეგობრების არსებობა
  • შოკოლადის სიყვარული
  • ცხოვრების ფერადი ნაწილის არსებობა
  • რწმენა იმისა, რომ “შენთან საქმე მაქვს” აღარ იარსებებს

ВОТ!

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

14 thoughts on ““შენთან საქმე მაქვს”

  1. ანა

    :) მაინცდამაინც შენთან რომ აქვთ ხოლმე საქმე, ეგეც საქმეა ;) მიუხედავად იმისა, რა საქმეა… ე.ი. ცხოვრება ღირს :D :ოპტიმისტურიდასკვნასმაილიკი:

  2. Katiee.Ge

    :D
    მე მეგონა მარტო მე მეყინებოდა ძარღვებში სისხლი ამ ფრაზის გაგონებაზე :D

  3. კარისქალი

    ნიჭიერი ბიჭი ჩანხარ შენ,აქამდეც ვადევნებდი თვალს(ყური არ იყო საჭირო) ამ ბლოგს და აქამდეც მომწონდა :) უბრალოდ,ახლა იმიტომ გამიჩნდა აზრის გამოთქმის სურვილი,რომ მეც დავწერე ამავე აზრისა და ამავე წყობის რაღაც ადრე,ოღონდ შენ იმას ვერანაირად ვერ ნახავდი(“ჩემთვის მწერალი” ვარ) :) ასე რომ,გაკვირვების შედეგი კომენტარია ეს :D

  4. ლილიანი

    თუ რამე დამჭIრდა შენთანეგრევე გაჯახებ გამარჯობამდე : )) იმედია ნაკლებად დაისტრესები ))))))))))))

  5. vannina

    ჰოდა,
    that’s life
    ჩვენო ზურიუს ;)

    დაე, ერთფეროვნება ძირს და მყარად დაენარცხოს : )

    დაე, ნუ მიგატოვონ შენმა მუზებმა : )

    დაე, მიხვდე რასაც ვამბობ : )

    აბა ჰე, პოზიტივი ხარ თხემით ტერფამდე – zurriuss pozitivus 8)

  6. მარი

    ზოგს იმაზეც აჟრჟოლებს, ავტობუსში კონტროლიორი რომ ამბობს, ბილეთები წარმოადგინეთო, მაგრამ თუ კეთილსინდისიერი მგზავრი ხარ, ეგ ფრაზა ვერ შეგაშინებს :)

  7. სიყვარულოვნა

    რას ვიზამდი უ”შენთან საქმე მაქვს”ოდ – მთლლიანად აბდაუბდა გიწერია. რა შუაშია ამ საქმესთან მეგობრებთან თავისუფლება,მაღალ ადილებზე ბოდიალი,სადმე გაშხლართვა და ა.შ და ა.შ?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.