ორთავიანი აქლემის მოწველა

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/01-Finn.mp3|titles=01 – Finn]

არც ისე ადვილი საქმეა ორთავიანი აქლემის მოწველა, იმიტომ, რომ ორთავიანი აქლემები არც-თუ ისე ხშირად არსებობენ. მეორეც, ორთავიანი აქლემების უმრავლესობა მთაში ცხოვრობს და უდაბნოში მხოლოდ მირაჟის სახით დაეხეტებიან. მათი ფაფუკი ბეწვი გაცილებით რბილი, ხავერდოვანი და სურნელოვანია, ვიდრე შაგრენის ტყავი, მაგრამ კლდეებზე ცოცვისა და სიცივისაგან ისეა გაფიჩხული, როგორც ლეოპარდის მიერ მოგუდული ანტილოპას ფეხები. ვერანაირი ცხოველის მოწველა ვერ შეედრება ორთავიანი აქლემის მოწველას. როცა იასამნისფერი რძე თქრიალ-თქრიალით მოედინება და ჭურჭლის ზედაპირზე ბაც ვარდისფერ ქაფს მოიყენებს.

ერთხელ ზევსს თავისივე ნასროლი ელვა თვალებში მოხვდა და დაბრმავდა. სანამ თვალის ჩინს დაიბრუნებდა, დანარჩენმა ღმერთებმა წვერი გაპარსეს, თმა მწვანედ შეუღებეს, წარბში რკინის რგოლი გაუკეთეს და გამოაცხადეს, რომ უზენაესი ღმერთი გეია. ზევსმა თვალის ჩინი კი დაიბრუნა, მაგრამ შერყეულ რეპუტაციას რაღას უზამდა. იმისთვის, რომ ორიენტაციის მდგრადობაში ხალხი დაერწმუნებინა, ზევსი მიწაზე დაეშვა და ყველა ცოლი დაასადგისა. ასე უშველა ზევსმა თავს და გახდა პირველი ბისექსუალი ღმერთი. შედეგად დასკვნა: როგორც ის იყო ბისექსუალი, ისეა ყველა დანარჩენი. მთავარია, ვინ რას ხედავს.

წარმომიდგენია, რამდენი მტრედი დაიხოცებოდა შუა საუკუნეებში, როცა ადამიანებს მათი მკურნალობა არათუ არ შეეძლოთ, აზრადაც არ მოსვლიათ. ამ გახსენებაზე, ძალიან მინდა, თავი გავუჩეჩქვო “მკურნალს” ქართული მულტფილმიდან “მტრობა”, როცა მზიას ვითომ მომაკვდავად ყოფნის სცენაში მტრედს ათქმევინებს: “მკურნალმა ბრძანა, წყალს თუ დალევს, იქნებ უშველოსო”. შტერები არიან მტრედები. მშვიდობისმოყვარული შტერები. მუდამ მშვიდობაც ხომ შტერებს უნდათ.

დღეს დავასკვენი: თუ რენატა ტებალდი (მარჯვნივ) რადიოა, მაშინ მარია კალასი (შესაბამისად, მარცხნივ) ტელევიზორია. აბა, რატომ :green:

ადრე გაზაფხულის ტყემლის მზიანი ყვავილების ქათქათა არომატი მომენატრა…

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

19 thoughts on “ორთავიანი აქლემის მოწველა

    1. მარი

      რას ერჩი, მშვენიერი დიზაინია. ევროპის კომპლექსური რუკა. ნუ, ჰედერი ვერაა მთლად კარგად მოკროპილი.. :p

  1. სიყვარულოვნა

    მაინც ვერ გავიგე რატომ გახდა უზენაესი ღმერთი გეი :დებილი:

    და აი ამაში: ” როგორც ის იყო ბისექსუალი, ისეა ყველა დანარჩენი. მთავარია, ვინ რას ხედავს.” გეთანხმები ^_^

    ხო, რაც შეეხება მომაკვდავ მზიას, ის ხომ იტყუებოდა და არ იყო ცუდად და რაიმე სხვა წამალი რომ “გამოეწერა” “მკურნალს” შეიძლება მერე ცუდად გამხდარიყო :პ

    1. zurriuss Post author

      ჰო, მარა ხომ შეიძლებოდა, შევარდნაძეები და ქორიძეები მიხვედრილიყვნენ, რომ მზია იტყუებოდა? :p

  2. Pingback: Tweets that mention ორთავიანი აქლემის მოწველა » Zurriuss.Ge -- Topsy.com

  3. გლეხის ბიჭი

    კაი ხანია აქ არ ვყოფილვარ. მაგრად მომეწონა, მარა ამ მოძრავმა შეარ-ღილაკებმა დამღალა, ძლივს წავიკითხე პოსტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.