ერთი დღე განათლების კვირეულიდან

ჩვენი სტენდი

ს-უ-სხამ დილით (10 საათზე) Expo Georgia-საკენ გავვარდი, ჩემი “ხელსაწყოები” უნდა მომემზადებინა. განათლების კვირეულზე ჯიპა-ს წარდგენა მეც დამევალა. აქ იყო ბევრი, ძალიან ბევრი ინსტიტუტი, უნივერსიტეტი თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულება. ფლაერები, პასტები, მაისურები, სტიკერები, სლოგანები, ბევრი ბეეეეევრი ფურცელი, ტკბილეული, ღიმილი, ორიგინალური გაფორმება და მუსიკა – ყველაფერი ეს დღეს იყო.

ყველა მონაწილეს თავისი სტენდი ჰქონდა, ისევე, როგორც გამომცემლობებს – წიგნის ფესტივალზე. ყველას თავისი საიმიჯო რაღაც-რუღაცები ჰქონდა წარმოდგენილი: გადამზადების ცენტრმა ბულდოზერის მოდელი და ჩაფხუტები მოიტანა, თსუ-მ წიგნები (როგორც ყოველთვის), სამედიცინოს სტუდენტები ექიმის ფორმაში გამოწყობილები გამოცხადდნენ, ჯიპამ აქცეტი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და სოციალურ მედიაზე გააკეთა. ჩვენი ლაივ კამერა ლაივსტრიმზე გადასცემდა, მე ფეისბუკის გაძღოლა მევალა. მოკლედ… დამღლელი, მაგრამ საინტერესო დღე გამოვიდა.

"რუსთავი 2"-ს დასტოინნად ვაძლევ ინტერვიუს :)

თსუ-სა და ჯიპას რექტორები (სანდრო კვიტაშვილი & გიორგი მარგველაშვილი)

მსურველებს შეეძლოთ, ჩვენს სტენდთან გადაეღოთ ციფრული ფოტო, რომელსაც ადგილზევე ვუბეჭდავთ

კვირეული შაშკინმა გახსნა

"ჯიპას" საიმიჯო კლიპს ვუყურებთ. ძალიან მაგარი გამოვიდა. მალე დავდებთ და ნახავთ, რომ ყველაზე ანტიგოიმურია

ესეც ჩემი კიდევ ერთი "დასტოინნი" ფოტო :d

მორჩა, წავედი დასაძინებლად. დილით ადრე – ბაკურიანისაკენ! ჯიპას შეჯიბრია და რამე. შთაბეჭდილებები – საღამოს ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

6 thoughts on “ერთი დღე განათლების კვირეულიდან

  1. დათუნინი

    ჯიპას სტიკერი გამიცვალე კალამში და გამახარე დღეს :))))

  2. მარი

    გამოგაჭენეს ხო R2-ზე? :d არ მინახიხარ, მაგრამ ხმა მომესმა ტელევიზორიდან. :p

  3. ანნა

    და გამოგრჩა რომ ერთმა ჟურნალისტმა არ ჩაგწერა :) :( ბოდიში ზურა,მაინც ვერ გავიდოდა ამდენი სინქრონი :)))

    1. zurriuss Post author

      სამაგიეროდ, შენ გამოიჩინე გულისხმიერება და შემახსენე :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.