სულ მაწვალებდა და მაინტერესებდა, რატომ შეიძლებოდა ჰქონოდა ადამიანს სუბიექტური ან ობიექტური მოსაზრება რაიმესთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით, გასაგებია, რომ ქართველები ვართ და ყველაფერ მიუღებელზე ნერვები გვეშლება, მაგრამ ეს არის ჩვენი სუბიექტურობის მიზეზი? ალბათ, ჰო, ვინაიდან ჩვენი სუბიექტურობა ჩვენივე მენტალიტეტის ძირითადი ატრიბუტია. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად იხსნება ყველაფერი: რატომ სცემს ოჯახში ქმარი ცოლს და რატომ წყევლის ცოლი – ქმარს. რატომ და რა პრინციპით ქორწინდებიან ჩვენთან (ეს ძირითადად იმ შემთხვევას ეხება, როცა ახალგაზრდა მამიკოს ბიჭს რომ გადაეკეტება ვიღაც ძონძ გოგოზე, ვნებისაგან ტვინი ბეტონისა და ასფალტის იშვიათი შენადნობივით რომ გაუხდება, ფეხებს რომ გააფართხალებს და ახლაღა რომ აღმოაჩენს, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზეო) და ა.შ. სუბიექტურობა ჩვენთვის ჭეშმარიტებაზე მეტია.
რაც შეეხება ობიექტურ მოსაზრებებს, ეს, ძირითადად, მაჭანკლობისას ვლინდება, როცა ყველა ამბობს, რომ ესა თუ ის სიძე “კაი ოჯახიშვილია”. რა თქმა უნდა, აქაც ყველა წინასწარაა გაფრთხილებული, რა უნდა ილაპარაკოს. ასეთი ობიექტურობა აგრესიულია, რადგან თუ ქალის გადანახულებისას ვინმეს რაღაც უადგილო დასცდა, ვაი მას!… ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთან ობიექტურობა თავსმოხვეული სუბიექტურობაა. რატომ მოვიყვანე მაგალითად მაინცდამაინც გარიგება-გამორიგების თემა? იმიტომ, რომ პირველად ეს მომივიდა თავში და ამითაც ყველაფერი ნათელია, რაღატომ დავწერო მეტი და დაგტანჯოთ? მაშ ასე, ჩვენთან ეს გავარკვიეთ.
…მაგრამ რა ხდება უცხოეთში? დემოკრატიისმღაღადებელ ევროპაშიც ხომ არის სუბიექტური და ობიექტური მოსაზრებები? იქინდან არ შემოვიდა ეგ სიტყვებიც, რომლებსაც ახლა წამდაუწუმ წაღმა-უკუღმა ვარახუნებთ? დიახ. ოღონდ ევროპაში ამ სიტყვების მნიშვნელობა უფრო იციან და გააზრებული აქვთ. უცხოური პრესა ამ ორ სიტყვას ისევე ჩვეულებრივად ხმარობს, როგორც ჩვენ “კისა” და “არას”. ჩვენთან კი ამ სიტყვების ფართო მოსახლეობისათვის ასახსნელად მიტინგებიც კი იმართება. ყველგან, ყველგან და მიტინგზე ნამდვილადვერ გაიგებ სიმართლეს “სუბიექტურობასა” და “ობიექტურობაზე”. ჰოდა მეც გადავწყვიტე, დავეხმარო ზოგიერთებს და ჩემეული ვარიანტი მინდა შემოგთავაზოთ, რომელზეც მთელ 15 წუთს ვფიქრობდი:
თუ ერთი ადამიანის ნებისმიერ აზრს მივიჩნევთ სუბიექტურად, ობიექტური აზრი გამოდის რამდენიმე (მინიმუმ ორი) ასეთი სუბიექტური აზრის ჯამი. ე.ი. რამდენიმე (მინიმუმ ორი) აზრი შეიძლება ემთხვეოდეს ერთმანეთს, შეიძლება სრულიად განსხვავდებოდეს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ობიექტური აზრიდან სუბიექტური არის ის, რომელსაც ფიქრობს ნებისმიერი ერთი მათგანი (S=1/O). შესაბამისად, ობიექტური აზრი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ისეთ აზრს, რომელშიც თავმოყრილია მინიმუმ 2 სუბიექტური აზრი. აქედან გამომდინარე, დასკვნა: ვერც ერთი სუბიექტური აზრი ვერ იქნება ობიექტური, თუ იგი თავის თავში არ მოიცავს რამდენიმე სუბიექტურ აზრს, რომელიც ქმნის ობიექტურობას. ნუ გვეწყინება, მაგრამ ერთი ადამიანის ნებისმიერი აზრი, ნებისმიერ შემთხვევაში, სუბიექტურია.
თუ გაიგეთ, ძალიან კარგი. თუ ვერა, მაშინ კიდევ ერთხელ წაიკითხეთ და უფრო ურადღებით









ვახ
არასდროს მიფიქრია ამაზე..
ენტეღესან.
ჰეჰ, ეს საკითხი ყველას აწუხებს (ან აწუხებდა), ჩანს : )
აქედან ნაღდად არ ჩანს. უბრალოდ, ძველი პოსტია და ამ დროს კარგად არ მიცნობდნენ
faqtiuradmartali xartumca bolomde ara :D
განმარკვიე, რომელ ასპექტში შევცდი
საკუთარი თავის მიმართ თუ შეუძლია იყოს ადამიანი ობიექტური?
ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე, ტექნიკურად, ეგ შეუძლებელია, რადგან ერთია. თუმცა, შეიძლება, ობიექტურობასთან მიახლოებული იყოს, რადგან საკუთარ თავს ყველაზე კარგად იცნობს და ამიტომ.
საინტერესო კითხვა იყო ფრიად