ამ პოსტის დაწერას ლინგვისუტსის პოსტს უნდა ვუმადლოდე. მეხსიერება არასდროს მღალატობდა. ბავშვობაში განსაკუთრებით. სკოლაში სასწავლ რაღც–რაღცებს ერთხელ გადავაკითხებინებდი დედას (ზრდილობისათვის, ორჯერ) და მეორე დღეს 5–იანებით ვბრუნდებოდი. შემეძლო რამდენიმე თვის წინ მონაყოლი რაღაც მასწავლებლისათვის გაკვეთილის სახით ჩამებარებინა ასევე ფრიადზე…
რატომ გაგრა? იმიტომ, რომ ცხოვრების 4 უბედნიერესი წელი იქ გამიტარებია და ახლა საკუთარ თავში ვიქექები, რომ რაც შიეძლება მეტი აღმოვაჩინო იმ წარსული დღეებიდან, როცა ძლივს 4 წლისა ვიყავი.

- ეს სალდატიკი, რომელიც პირდაპირ ჩვენი სახლიდან ჩანდა, თითქმის შეუცვლელად დამამახსოვრდა. როცა სურათი აღმოვაჩინე, შევკრთი კიდეც. იმ წამებში მართლა ბავშვობაში გახლდით და ყოველივე ამას სამ განზომილებაში ვუყურებდი.
დაბადება ნამდვილად არ მახსოვს…
სამაგიეროდ, თვალწინ მიდგას ჩვენი სახლი, ქუჩა–დაღმართი (რომელზეც გასაშლელ სკამს დამიდგამდნენ და ისე მაჭმევდნენ საჭმელს, იმიტომ, რომ საშინლად მჭლე გახლდით). ღობე არ მახსოვს, მაგრამ ჭიშკარი გადაქლექილი მწვანე ფერისა იყო, რკალისებური უბრალო ორნამენტებით. ეზოში კიბით ჩადიოდი, რომლის ორივე მხრიდან აყვავებული კალები იყო გადმოწოლილი. მეორე სართულზე, ისევე როგორც პირველზე, დიდი აივანი გვქონდა. იქიდან მოსჩანდა ზღვა, რომელიც საერთოდ არ მახსოვს და რკინიგზის სადგური, რომელიც, მგონი, მახსოვს…

- ზღვა, რომელთან შედარებით დღევანდელ ხელმისაწვდომ საზღვაო ადგილებს თამამად შეგიძლია, უწოდო “ბანძი”
ვინაიდან, ჩემი ტოლი ქართველი ბავშვები იქ არ იყვნენ, მეც სახლში მარტო ვერთობოდი. ან მაგნიტოფონს ვუსმენდი, რომელზეც ორი ტიტლიკანა ბავშვი იყო მიხატული :P, ან ლოკოკინებს, ჭიაყელებს, პეპლებს, წითელ შავკოპლებიან ხოჭოებს და ციცინათელებს ვიჭერდი…
პეპელა რომ არ შემომკვდომოდა, მინის ქილაში ვსვამდი და თავზე ქაღლდს ვაცვამდი, ხოლო რომ არ გაგუდულიყო, ნახვრეტს ვუკეთებდი. ზოგჯერ ზედმეტად დიდ სივრცეს “ვუკეთებდი” და ისინიც მისხლტებოდნენ…
ციცინათელები. გაგრის, უფრო სწორედ კი 1992 წლის შემდეგ ციცინათელა თვალით არ მინახავს. ახლაც მახსოვს,
კიბესთან როგორ ვიდექი ღამღამობით და როგორ ვიქნევდი ხელებს ერთ–ერთი მათგანის დასაჭერად. “კუდით ანათებენ მწვანედ”– ვფიქრობდი. სახლში რომ შევიტანდი, აღმოვაჩენდი, რომ შავი ფრთები და წითელი ზოლი აქვთ. შესწავლილს ისევ გარეთ გამოვიტანდი განსათავისუფლებლად, მაგრამ უი…
წითელი ფერის სამზარეულო გვქონდა. სამოვარიც. სამზარეულოდან “ზალაში” შედიოდი, ხელმარჯვნივ კი ტახტი იყო. მოპირდაპირე კედელზე, ზღვას რომ გაჰყურებდა, კალენდარი იეკიდა: შავ ფონზე გამოსახული იყო თამარ მეფე. ჭერში მინის გაუმჭვირვალი ქილებიანი ჭაღი მახსოვს. ბებიას რომ აღვუწერე, გაგიჟდა, ასე დაწვრილებით საიდან გახსოვსო. მეც ეგ მიკვირს, საიდან ან რატომ უნდა მხსომებოდა
გაგრიდან ჭაღი და არა ზღვა? მაგრამ როცა ტაბულა რაზა ბავშვის ხელშია, რას გაუგებ…
მოდით, დღეს აქ გავჩერდები. ჩემს მეხსიერებას რომ მივყვე, კიდევ უამრავს გამახსენებს. ისე კი ერთი კითხვა მაქვს: ციცინათელებს კიდევ ხედავთ? კიდევ არიან საქართველოში? თუ ვინმეს გყავთ სოფლებში (აბა, ქალაქში მათი ნახვის იმედი გადამეწურა, სოფელი კი არ მაქვს), ხანდახან მათაც დახედეთ. ისინი იმ პატარებს ჰგვანან, ქუჩაში რომ თამაშობენ და მშობლის მონოტონურ და განმეორებად ძახილძე “ამოდი!” მუდამ სხვადასხვანაირად პასუხობენ, “მალე ამოვალთ!”…









me cicinaTelebi axalcixidan maxsovs. iq cekvidan viyavit wasulebi mteli tvit mgoni. rawashi ar maxsovs gachituliyvnen
თბილი პოსტი იყო…
აფხაზეთის შემდეგ, მგონი მხოლოდ საჩხერეში დასასვენებლად წასულმა ვნახე ციცინათელა. სხვაგან არსად მინახავს. არადა, ჰეჰ, რა დრო იყო.
საინტერესოა ”მოგონებათა სკივრის”გახსნა…როცა გახსოვს შეიძლება უბრალო,მაგრამ შენთვის ძალიან თბილი მოგონება…ბავშვობის უმეტესი ნაწილი კახეთში გურჯაანში გავატარე,სადაც ღამე ხშირად დავდევდი ციცინათელებს და ამ უცნაური არსებების დაჭერას ვცდილობდი…მაინტერესებდა როგორი იყო…მაგრამ ვერასდროს ვერ ვიჭერდი…ერთგვარ
”თამაშად”მექცა…ყოველ ღამე ”ციცინათელებთან ვთამაშობდი”…
ლაგოდეხში ვნახე ახლახანს და უძოზე, კოჯრის ტყეში.
) ტყეში სასწაული სანახავია. წარმოიდგინე დაბურული ტყე, სადაც დღისითაც კი ცოტა სინათლეა, ღამით რომ შენათდება ხოლმე. ლამაზია
ბაიას ვთხოვეთ ჩვენსკენ გამოეშვა ციცინათელები და მართლა გამოუშვა
ბუნება იდეალური რამაა. ყველაფერია ყველაფრისათვის
უუჰ, სევდიანი პოსტი იყო : )
4 წლისას ამდენი როგორ გახსოვს? საოცარია, ვინც კი მინახავს აფხაზეთიდან, ყველას როგორ უყვარს თავის მხარე, მეც კი გადმომედება ხოლმე.. ალბათ მართლა ზღაპრული ადგილია, სურათებიდან ასე ჩანს.
აფხაზეთის შესახებ ეს პოსტი დამამახსოვრდება და ერთი ქალის მონაყოლი კიდევ.
პ.ს ბავშვობაში სოფელში მეც ვიჭერდი ციცინათელებს, ქილაში ვსვამდი და დილით ისეთი მახინჯი არსებები მხვდებოდნენ.. მაგრამ მეორე ღამით ისევ ვიჭერდი სხვებს
იცი, გული ამიჩუყდა…
მართალია მე ასე სპეციფიურად არ მახსოვს რაღაც რაღაცეები, როგორც შენ, ვინაიდან და რადგანაც არასოდეს მიცხოვრია გაგრაში, მაგრამ მამაჩემი რაღაც პერიოდში ისეთ ადგილას მუშაობდა, მთელ ოჯახს საგზურები რომ გვეკუთვნოდა და ყოველ ზაფხულს იქ ვისვენებდით…
არეული მოგონებები კი მაქვს, მაგრამ ამბობენ, რომ ყნოსვითი მეხსიერება ყველაზე ძლიერიაო და იცი რა მახსოვს აფხაზეთიდან ყველაზე კარგად? ევკალიპტი, “აბლეპიხა” (წარმოდგენა არ მაქვს, ამ მცენარეს ქართულად რა ქვია, ყვითელი ნაყოფი აქვს, სპეციფიური, ზეთოვანი პიურე კეთდება მისგან და მერე ჩაიში გირევენ, როდესაც ყელი გტკივა :P) და მანდარინები… მახსოვს, დედაჩემის მეჯვარის ეზოში უამრავი მანდარინის ხე იყო, მაშინ მეჩვენებოდა, რომ დიდი ხეებია და ისიც მახსოვს, როგორ მიყვარდა მათი მკვახე ნაყოფით მუცლის გამოტენვა…
კარგი პოსტი იყო, გაიხარე <3
რაჭაში…რაჭაში არიან ბევრები ციცინათელებები.
ზუსტად ეგრე ვიდექი, ჩემი ხის კიბეზე და ვუყურებდი როგორ დაფრინავდნენ, მაგრამ შენგან განსხვავებით არ ვიჭერდი. დიდი მიწისძვრის შემდეგ მარტო ის კიბეღა იდგა. აღადგინეს მერე სახლი….. გაგრისგან განსხვავებით……….
me damasevdiana:(
mara mshvenieri iyo
საყვარელი პოსტი იყო, აი ისეთი, ანახეთ მსოფლიოს და ომი აღარ იქნებაო… :ეჰნეტაასეიყოს:
არიან ისევ… საყვარლები და ნათელები ეგენი :hugz:
ციცინათელები მწვანე კონცხზე ვნახე წელს
რამდენი ხანია ციცინათელები აღარ მინახავს. ადრე იყო სოფელში გაზაფხულზე უამრავი.
კიდე ერთი უცნაურობაა, ვარსკვლავები გაფერმკრთალდნენ თუ მე მეჩვენება? ძველად ისეთი ბრდღვიალა ვარსკვლავები იყო და ხელის ერთ გაწვდენაზე.
ძალიან კარგი პოსტი იყო.
არ გეჩვენება და მაგ მოვლენას ჰაერის დაბინძურება ჰქვია.
მე, საერთოდ, მეგონა, რომ ვარსკვლავები ცაზე გამოილია, ხოლო, როცა დასასვენებლად ერთ–ერთ უმიყრუებულეს ადგილას, ლაშიჭალაში წავედი, ცის ნამდვილი ვარსკვლავური სუფრა ვნახე
ბავშვობაში ვნახე ჭიათურაში და სულ მენატრებოდნენ. ამ ორი წლის წინ საჩხერეშიც რომ ვნახე, ბედნიერი დავდევდი:-)
ივნისსა და ივლისის დასაწყისში “იციან”, მერე არარ ჩანან ხოლმე:-(
რაჭაში მინახავს ბევრი
ისე კი გაგრის დანახვაზე კიდევ ერთხელ აღარ მომინდა ქობულეთში წასვლა
რა საინტერესო ძეგლია. ვერ დაგავიწყდება, ისეთი : )
საინტერესოა როგორ დაგამახსოვრდა. მე 4 წლის ასაკიდან მხოლოდ ცუდი რაღაცეები დამამახსოვრდა. 4 წლის რომ გავხდი ის დაბადების დღეც იმიტომ მახსოვს, რომ ძალიან ავად ვიყავი.
ციცინათელები 2003 წელს ვნახე ბოლოს, ცემში. ოღონდ მწვანედ კი არა, წითლად ანათებდნენ მგონი. ისე კი ძაან მეშინოდა მაგათი, ისევე როგორც ყველა მწერის
ზურ, ვიტირე მართლა
იცი როგორ მომეწონა…:)
მეც იმდენი რამე მახსოვს, ოღონდ ეგრე არა, უფრო თითო სტოპ–კადრად..:) კარქი იყო ე :*
ჰოო? ერთი მეც გადავიკითხო
კარგია, სასიამოვნო, ტკბილი
სოფელში მყავს ციცინათელები
Pingback: ტაბულა | Blog | გაგრა – ისეთი, როგორიც მახსოვს