ცხონებული "მე"-ს აზრები

red_chili_pepper_2წიწაკა

ცხოვრებაში რომ ყველაფერი ზედმეტი უკუშედეგს იწვევს, ამას წიწაკაც ამტკიცებს: იმდენად ტკბილია, რომ სასტიკად ცხარეა.
დამწყებთათვის განვმარტავ, რომ წიწაკა უკიდურესი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს ;)

red shoesქალებო

მამაკაცი ფეხსაცმელს ჰგავს: თუ ძალიან მოგიჭირათ, გაიხადეთ და მანამ არ ჩაიცვათ, სანამ ძალიან არ მოგენატრებათ ;)

…თუ კაცს გული აქვს, ე.ი. მას სიყვარული შეუძლია. ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც ;)

…ადამიანის ბავშვობა სხვა არაფერია, თუ არა მისი სიყმაწვილის მეგობრული შარჟი, სიბერე კი სხვა არაფერია, თუ არა ამ სიყმაწვილის დაცინვა…

ფეხზე ადგომის ძალას ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ჯერ მუხლებზე დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია…

ამ დროისთვის ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულებები :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

11 thoughts on “ცხონებული "მე"-ს აზრები

  1. თორნიკე

    გეთანხმები ცხოვრებაში გადაჭარბებული არაფერი არ ვარგა…გააჩნია წიწაკაკასაც?!…ზოგი ისეთი მწარეა,რომ ერთ ცალსაც ვერ შეჭამ(ზოგი მასაც დიდი მონდომებით მიირთმევს).საერთოდ ამბობენ ადამიანი სიბერეში ბავშვობას უბრუნდებაო…ისეთივე გულუბრყვილო ხდება…ზოგს ეშინია მისი…(უფრო სწორედ უმეტესობას)…მე არ მეშინია…მთავარია ღირსეულად განვლო ცხოვრება…სიბერეში შენი თავის და საკუთარი ცხოვრების,რომ არ შეგრცხვეს.მე ძალიან დიდაქტიკურ სფეროებში გადავიჭერი..ამიტომ შენი აზრიც საინტერესო და მისაღებია…წინადადების დასაწყისში სამი წერტილი უკვე საინტერესოა!…

  2. zurriuss

    სიყმაწვილესა და სიბერეზე საუბრისას მხოლოდ ადამიანის გარეგნობა ვიგულისხმე ;)

  3. Sophie Golden

    პირველი მოსაზრება მომეწონა ერთობ :ლოლ:
    ჩემი საყვარელი ფრაზა კი ესაა: You Can Make The World Look Like Your Own Way ;)

  4. ნინი

    წიწიაკაზე მაგარია :) მეორე ცოტა ვერ გავიგე და სიბერე-სიყმაწვილეზეც ორიგინალური ასოციაცია-შედარებები იყო. :)

  5. pelagiaa

    ფეხსაცმელზე და წიწაკაზე მომეწონა ძალიან :)))

    ეხლა ზუსტად ამას ვაკეთებ ”ფეხსაცმელმა” მომიჭირა და ვისვენებ : )))

  6. Hano

    “ფეხზე ადგომის ძალას ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ჯერ მუხლებზე დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია…”
    მმმ
    ეს ძალიან მომეწონა.

  7. lanuka

    და ფეხსაცმელს ზუსტ ზომაზე არსად კერავენ? თუ ვინმემ იცით მასწავლეთ:)

  8. ნინო

    …თუ კაცს გული აქვს, ე.ი. მას სიყვარული შეუძლია. ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც
    მე ეს მომეწონა ძალიან. საინტერესოა შენც თუ იგივე შინაარს დებ ამაში რასაც მე :))

  9. dyphraxa

    ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც – მართალია მგონი : )
    სიბერე კი სხვა არაფერია, თუ არა ამ სიყმაწვილის დაცინვა… მგონი, რომ სიბერე შემპარვია, ზურ : ) მარა, ორივე მომეწონა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.