ჩემი 5 ოცნება

არ დამიწყოთ, არასდროს მიოცნებიაო!!! მოკლედ, უტვინომ გულში დამთაგა, რომელიც არავის დაუთაგავს, და მეც დამერთო ნება, აღნიშნული თამაში გამეგრძელებინა :)

რახან ოცნებაა, მეც ბოლომდე გავაჯაზებ:

  1. Teatro Alla Scala ანუ მილანის ლა–სკალას საოპერო თეატრი, საოპერო სამყაროს “მექა”! აქ მინდა, ვიმღერო. ვინაიდან ხმა, ასე თუ ისე, მაქვს, რა ვიცი… ეგებ ოდესმე გამომივიდეს რამე. ვერდის რომელიმე ოპერა, მაგალითად, “ტრუბადური” მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ჩავაღიღინებდი მანრიკოს “Di Quella Pira!…”–ს :)teatro
  2. მინდა, რომ ცნობილი მხატვარი გამოვიდე. აქედან მქონდეს ბევრი ფული: ანუ თან ჩემი ნახატები ჭკუას აკარგვინებდნენ მნახველებს, თან მეც ჭკუას ვკარგავდე მუშაობის პროცესში. არ მინდა დაუმსახურებელი არც ერთი გროში! მინდა ასევე გავაფორმო თეატრალური და, ზოგადად, მხატვრული პერფორმანსები.Copy of La Traviata
  3. მინდა, ყველა ადამიანი მიხვდეს და იწამოს ღვთის არსებობა. მიხვდეს, რომ სამყაროს ცენტრი მზე კი არა, მზის შემქმნელია. ცოტა ძნელია ყოველივე ამის XXI საუკუნეში გაცნობიერება და, მით უმეტეს, რწმენა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ღმერთი ადამიანის ფანატიკოსური ბუნების ნაწილია, რომელიც ისტორიას შემორჩა. თუ  ასეა, მაშინ რატომ არ სიამოვნებს მსოფლიოს უდიდეს ნაწილს ბოროტება, ტკივილი, ომი, სისხლი და სიკვდილი? იმიტომ, რომ სამყარო თავიდანვე ჩაფიქრებული იყო დადებითად – ეს კოდი კი ნებისმიერ ჩვენგანში დევს. ჩვენ, ადამიანები, სიკეთეები ვართ და მერე ხდება ჩვენი შინაგანი დაბინძურება. ჩემი აზრით, ღმერთთან სიახლოვე სწორედ იმ სისუფთავესთან სიახლოვეა, რომლის ნაწილიც ჩვენში ყოველთვის ინახება. :)
  4. მინდა სახლი. ნებისმიერი სახის სახლი. თუნდაც ერთსართულიანი ხის ქოხი. მინდა ჩემი, ჩ ე მ ი საცხოვრებელი, სადაც, როცა მომესურვება, მაშინ დავიძინებ, გავიღვიძებ. ვისაც მომესურვება, იმას მოვიპატიჟებ და, საერთოდ, ვიქნები ჩემს გემოზე…paintedshed
  5. დაბოლოს, მინდა ჩემი ბლოგი იყოს ძალიან პოპულარული. არავის ვუწევ კონკურენციას. მე ჩემი ნიშა მაქვს და ყველას თავის ბლოგზე გაუმარჯოს :) თუ ვინმე დამეხმარება, ორჯერ მეტს გავუკეთებ. სხვათა შორის, შეიძლება, სვითის ბლოგზე ვწერო ხოლმე. ბევრი რჩევა მივიღე მისგან და მინდა, სხვა სფეროებიც ვცადო ჩემს პონტში რა ;) …ანუ არ მინდა ამ ცხოვრებაში რაიმე ტყუილუბრალოდ ვაკეთო. სისულელესაც მინდა მიზანდასახული გავხადო. უაზრობაც აზრიანი მინდა, იყოს ;)

ჟურნალისტიკა ჩემი ოცნება არ არის, იგი ჩემი პროფესიაა ;) ახლობლების კარგად ყოფნას აქ ვერ შევიტან, ვინაიდან მათ ვერც ერთ ოცნებაში ვერ ჩავატევ. მოკლედ, ასეა ჩემი საქმე :)

P.S. სულ დამავიწყდა: ვთაგავ

თაზოს, ნატალიას, Dreamar Kikito–ს და ირინკას ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

0 thoughts on “ჩემი 5 ოცნება

  1. ნან

    პირველი ორი ოცნება მაგარია, მესამე – მოულოდნელი (ჩემთვის), მეოთხე აუცილებელი და ბოლო მალე აგისრულდება მგონი
    :)

  2. Sophie Golden

    HALLO!!!
    :P
    მხატვრობა კი არ უნდა “გინდოდეს” – ეს ან იქნება შენს სულსა და სხეულში, ან – არა; შეიძლება ძაან პათეტიკური გამომივიდა, მაგრამ მხატვრობა ძალიან სხვა რამეა ;)
    გისურვებ ოცნებების ახდენას!!!

    1. zurriuss

      მხატვრობა ჩემში დაბადებიდანვეა. გამიმართლა ;)
      გაიხარე, სოფ!!!

  3. Lalena

    აუ სიტყვები არ მყოფნის აღარ ქვია, აი თაყვანს ვცემ შენს 1,2 და 3 ოცნებას.

    აი რამე ისეთი მინდა დავწერო რაც არასოდეს არავის არავისთვის, მოკლედ მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ…
    ხელოვნება ადამიანს აკეთილშობილებს მე ასე მწამს…

  4. Natalia

    ძვირფასო ზურიუს, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ინტერნეტი ჩამერთო დღეს როგორც იქნა, და ცოტა ზრზე რომ მოვალ, დავწერ ჩემი 5 ოცნების შესახებ, ანუ ხვალ ან ზეგ :)

    პ.ს და მადლობა დათაგვისთვის : )

    პ.პ.ს იმდენი პოსტი დამიგროვდა წასაკითხიი..

    1. zurriuss

      არაფრის ჩემო კარგო ;)
      მე ბლოგები ორად გავყავი: სადაც ხშირად შევალ და საიდანაც, კეთილი ინებონ და თვითონ შემოვიდნენ :D :D

  5. ket_eva_n

    საინტერესოა სურვილებია :) სახლზე ყველაზე მეტად მომეწონა.. მეც მინდა.. მოდი, რამდენიმე დღით სადმე წავიდეთ.. მიყრუებულ ადგილას :)

    1. zurriuss

      წავიდეთ, მართლა. რა ვარიანტები გვაქვს? ანუ ფეხით წავიდეთ ლაშქრობის ამბავში, ხო? მთაწმინდის მიდამოებში მრავალი ლამაზი და მიყრუებული ადგილია. ერთგან ვიყავი შარშან და უძაანმაგრესი იყო ;) წყაროც იყო, ბუნებაც, სიმშვიდეცა და სივრცეც ;)

  6. kevana

    საინტერესოდ ხატავ, და რაღაც ის პერსონაჟი სცენაზე, ძალიან მეცნობა :) ახლოდანაც შევხედე, შორიდანაც.. მაგრამ მაინც ვამგვანებ და…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.