ფოტოკოლაჟი: გუმბათები

გუმბათი – წრიული ფორმის თაღი, რომელიც რკალებისაგან შედგება და სფეროს ნახევრის მოცულობა აქვს.

გუმბათი – ადამიანის მიერ შექმნილი ცის ანალოგი დედამიწაზე.

გუმბათი – არქიტექტურული მოძღვრების მწვერვალი.

გუმბათი – გზა ღმერთთან.

პანთეონი (რომი, იტალია)

უძველესი გუმბათი 117–128 წლებში აიგო და იგი რომის პანთეონს დაედგა თავზე. მსოფლიოს ყველა ღმერთის სახელობის ტაძარს (რომაელები არ შემოიფარგნენ მხოლოდ თავისი ღმერთებით) ერთ–ერთი უდიდესი გუმბათი ამშვენებს.

Pantheon_rome_2005may

პანთეონის გარე ხედი

2067025474_1c1ff135d4_b

გუმბათში 9 მეტრი სიგანის წრეა ამოჭრილი. ეს ზეცასთან კავშირის სიმბოლოა. ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ცაში მისი გავლით აღემართება, ციდან კი მარადიული სხივი ეშვება

2420971112_cccb186f48_b

გუმბათის სიგანე 43 მეტრზე მეტია!

აია სოფიას ტაძარი (სტამბული, თურქეთი)

გადმოცემის თანახმად, XI-XII საუკუნეებში კონსტანტინოპოლში იმდენი ოქრო ინახებოდა, რამდენიც ერთად აღებულ ევროპასა და აზიაში. წმინდა სოფიას ტაძარი 532–537 წლებში შედნებოდა ხუროთმოძღვრების ისიდორე მილეთელისა და ანთიმოზ ტრალელის მიერ. მართლმადიდებლური ეკლესიის ციტადელი, ბიზანტიის იმპერია, 1453 წელს ოსმალებმა აიღეს და ყველაფერი ქრისტიანული გაანადგურეს აია სოფიას გარდა. მათ ეს ნაგებობა იმდენად მოეწონათ, რომ მეჩეთად გადააკეთეს. ასე იქცა ქრისიანული ტაძარი ერთ–ერთ უდიდეს მეჩეთად. დღესდღეობით იქ წირვა–ლოცავა არ აღევლინება და ტაძარი დიდ მუზეუმს წარმოადგენს.

Aya_sofya

10 საუკუნის განმავლობაში აია სოფია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაძარი იყო

399px-Hagia_Sophia_Interior_Dome

მოოქროვილ გუმბათში 40 სარკმელია

2577270961_67950e6fa8_b

გუმბათის დიამეტრი 32 მეტრია

ტაჯ მაჰალი (აგრა, ინდოეთი)

გუმბათების ტრადიციამ აზიაშიც გაითქვა სახელი. ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი ამის დადასტურებაა. თეთრი მარმარილოს ამ ქმნილებას 1632–1653 წლებში აშენებდნენ. მაგოლების დინასტიის წარმომადგენელმა ყაენმა შაჰ ჯაჰანმა იგი თავისი საყვარელი მეუღლის, მუნ ტაზ მაჰალის პატივსაცემად ააგო. იგი მე–14 შვილს მშობიარობისას დაიღუპა. თეთრი ფერი ინდოეთში სამგლოვიარო ფერია.

Taj_Mahal_in_India

"დროის ღაწვზე გაშეშებული მარმარილოს ცრემლი", _ ასე აღწერს ერთ–ერთი აზიელი ისტორიკოსი ტაჯ მაჰალს

2086852016_5a58dd1881_b

ვინაიდან თეთრია, ტაჯ მაჰალი, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა ფერს იღებს

Taj Mahal  Exclusive  Pictures

შაჰ ჯაჰანისა და მუნ ტაზ მაჰალის საფლავები გრანდიოზული გუმბათის ქვეშაა

domeexterior7

გუმბათის დიამეტრი 17,7 მეტრია

კუბატ–ას–საჰარას მეჩეთი ანუ “კლდის გუმბათი” (იერუსალიმი, ისრაელი)

მეჩეთი აშენდა 687–691 წლებში, რომაელების მიერ დანგრეულ სოლომონ ბრძენის ბიბლიოთეკის ადგილზე. მუსულმანთათვის იგი არის ცის განსახიერება დედამიწაზე. მოოქროვილი გუმბათის ქვეშ, ორმაგ რვაკუთხედში ჩასმული კოლონების შიგნით იმ კლდის ნაწილია მოთავსებული, რომლიდანაც მუჰამედი ამაღლდა. კლდეზე შემორჩენილია მისი ნაკვალევი. სწორედ ამან განაპირობა ტაძრის სახელწოდებაც – “კლდის გუმბათი”.

Dome_of_the_Rock1

ტაძრის ფასადი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც გუმბათი

Dome_of_the_rock_close

ტაძრის კედელი

cupola-c-damon-lynch

გუმბათის დიამეტრი 20 მეტრია

The_rock_of_the_Dome_of_the_Rock_Corrected.JPG

კლდის ნაწილი, რომლიდანაც, ლეგენდის თანახმად, მუჰამედი ამაღლდა

სანტა მარია დელ ფიორე ანუ “ყვავილების წმინდა მარიამი” (ფლორენცია, იტალია)

ფლორენციის საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1296 წელს დაიწყო  და 1436 წელს დამთავრდა. ტაძრის მშენებლობა გოთიკურ სტილში გადაწყდა და მას არნოლფ დი კამბიო ხლემძღვანელობდა. როდესაც საქმე გუმბათამდე მივიდა, ეს საქმე ფილიპო ბრუნელესკის გადაებარა. მისი წყალობით ტაძრარს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული გუმბათი დაედგა. ორიგინალობა კი გუმბათის ორ შრეში იმალება.

s

სანტა მარია დელ ფიორე ფლორენციაში ყველაზე მაღალი ნაგებობაა

Florence_Cathedral,_front_view

ტაძრის ფასადი

Cupola_santamariadelfiore

ბრუნელესკის რვაკუთხოვანი გუმბათი გარედან თიხის ფილებითაა მოპირკეთებული

Florence_Duomo_Ceiling

გუმბათის შიგნითა მხარე

Brunelleshi-and-Duomo-of-Florence

ესეც არქიტექტორის საიდუმლო: მიხვდა რა, რომ გუმბათის მთლიანი მასა ტაძრის კედლებს დაშლიდა, ბრუნელესკიმ გუმბათი ორ შრედ ააგო. შიდა შრე, რომელიც უფრო პატარაა და ტაძის შიგნიდან მოხატული სახით ჩანს და გარე შრე, რომელიც გარედან ჩანს. მათ შორის საკმარისი სივრცეა, რომ ადამიანმა თავისუფლად გაიაროს. გარეთა გადახურვა უფრო მსუბუქია, ხოლო შრეებს შორის დატოვებული ცარიელი ადგილი ზედმეტ დაწოლას ხსნის. ბრუნელესკის ხრიკი დღემდე შეუმჩნეველი რჩება. გუმბათის საერთო სიგანე 45 მეტრია!

წმინდა პეტრეს ბაზილიკა (ვატიკანი, რომი, იტალია)

ოფიციალური სახელწოდებაა წმინდა პეტრეს სახელობის პაპის ბაზილიკა ვატიკანში (Basilica Papale di San Pietro in Vaticano). ტაძარს ყველაზე დიდი ინტერიერი აქვს მთელს საქრისიანოში და იგი 60 ათას კაცს იტევს. წმიდა პეტრეს ბაზილიკა კათოლიციზმის დედა ტაძრად და ცენტრად იწოდება. მშენებლობა დაიწყო 1508 წლის 18 აპრილს და 1626 წლის 18 ნოემბერს დასრულდა.  საკურთხევლის ქვეშ დასაფლავებულია ქრისტეს მოციქული პეტრე (კათოლიკეთათვის პირველი პაპი). აქვე იკრძალებიან რომის პაპები. ტაძრის ერთ–ერთი არქიტექტორი მიქელანჯელოა. გუმბათზე კი რაფაელი მუშაობდა.

Petersdom_von_Engelsburg_gesehen

ტაძრის საერთო ხედი. გუმბათი გამაგრებულია წყვილი კოლონებით, რომელიც დამატებით საყრდენს ქმნის

Vatikan_Szent_Peter_kupola

გუმბათის შიგნითა მხარე, რომლის სიგანეც 42 მეტრია. იგი 1588–1593 წლებსი აშენდა, მიქელანჯელოს გარდაცვალების შემდეგ

St_Peter's_Square,_Vatican_City_-_April_2007

მარადიული ქალაქის ხედი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან

რაიხსტაგი (ბერლინი, გერმანია)

რაიხსტაგი გერმანიის იმპერიის საპარლამენტო შენობა, დღეს ბუნდესტაგად წოდებული, 1894 წელს გაიხსნა. იგი 23 წელს შენდებოდა. 1933 წელს რაიხსტაგი ჰიტლერის მომხრეებმა დაწვეს და ხელისუფლებაში მოვიდნენ. 1945 წელს რაიხსტაგი დაიბომბა და თითქმის მთლიანად განდგურდა. შენობა ცივი ომის პერიოდში აღადგინეს. 1993 წელს კი, გერმანიის გაერთიანების აღსანიშნავად, რაიხსტაგის გუმბათი მინის კონსტრუქციით შეიცვალა.

Reichstag_pano

რაიხსტაგის საერთო ხედი

Reichstag_Dome_8

მინის გუმბათი, რომელიც ნორმან ფოსტერმა ააგო, ღიაა ტურისტებისათვის და 360 გრადუსიანი არეალის დათვალიერების საშუალებას იძლევა

2968814-Reichstag-Berlin

გუმბათის კედელზე სპირალური კიბეა დახვეული, ცენტრში კი სარკის ფილებიანი ღერძია. სრულიად გამჭვირვალე გუბმათის ქვეშ ბუნდესტაგი მოსჩანს

2968810-Reichstag-Berlin (1)

გუმბათის ყველაზე მაღალ წერტილში ერთგვარი მოედანია. გუმბათი ბოლომდე შეერთებული არ არის და, რომის პანთეონის მსგავსად, შუაში სფეროა ამოჭრილი

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks