დასი – ჩემი ნახევრადწარსული

მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?Copy of IMG_3027კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს :D მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”!getIeasdmageეს ჩვენი ერთ–ერთი პირველი ფოტოა. თავიდან სხვა რეჟისორი გვყავდა, თემო კუპრავა, რომელიც 1 კვირას გვიშრობდა სისხლს. უძალიანმაგრესმა თემომ მალევე დაგვტოვა და მის ნაცვლად გიორგი, გოგი გომურაშვილი მოვიდა. ჰოდა, აღდგა “თეატრი სხვენიც“.

ლაშა თაბუკაშვილის “ჭრილობა” გადავწყვიტეთ, დაგვედგა. აფიშის გაკეთემა მე დამევალა კი არა და, შემტენა… :) ან, პირიქით, დავივალე/შევიტენე :PgetImesage

ეს იყო პირველი და ბოლო სპექტაკლი, სადაც გოგოების რაოდენობა ბიჭებისას უტოლდებოდა. შემდეგ დაიწყო მათი დეგრადაცია. არა, ბიჭებად კი არ იქცნენ, არამედ დასიდან წავიდნენ. ყველა სხვადასხვა მიზეზით. პირველი წარმატება, თუ არ ვცდები, 2008 წლის აპრილში გვქონდა. ძაალიან მაგარი იყო, რადგანაც მთელმა უნივერსიტეტმა აღმოგვაჩინა, გაგვიცნო და, რავი, დაგვაფასა მგონი. უფრო სწორედ, სპექტაკლი მოეწონა. :) gedadftImage

შემდეგ, უკვე ახალ სასწავლო წელს, ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მანამდე გოდერძი ჩოხელის საღამო გავაკეთეთ და “ბომბორაზე” ბერიკების როლიც შევასრულეთ.

ამ დროისთვის დასში მხოლოდ ორი გოგო: სოფო და ნათია იყვნენ. ჰოდა სპექტაკი “პატარა უფლისწული” რეჟისორმა ისე გადააკეთა, რომ ყველას კარგად მორგებოდა. მე მეფის როლი მერგოოოოოო, ავოეე!!! IMG_2995

სპექტაკლი ძალიან მაგარი გამოვიდა. მუსიკალური გაფორმება ძაალიან მაღალ დონეზე იყო. რეჟისორმა ისეთი მიგნებები და სიმბოლოები ჩადო, რომ ჩვენვე გვიკვირდა. პრინციპში, მეშვიდედ დგამდა “პატარა უფლისწულს”. მიუხედავად იმისა, რომ როლი კარგად გავითავისე, იმ დონეზეც კი, რომ ჩემს საქციელზე მეც მეცინებოდა, პრემიერაზე საკუთარი თავით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ეს კი იცით, რა საშინელი შეგრძნებაა?

ტაშს რომ გიკრავენ და რომ ხვდები, რომ მაინცადამაინც არ დაგიმსახურებია. ამ დროს ძნელია, საკუთარ თავს მოატყუო და “ყველაფერი რიგზეა”–ს როლი ითამაშო. კი ითამაშებ, მაგრამ რა? მერე მიეჩვევი და სულ დაიკიდებ თვითკრიტიკას, რაც სცენაზე ასე მნიშვნელოვანია.

…ისე კი ძალიან მაგარი იყო, რადგან პირველად ამ სპექტაკლზე ვითამაშე გრიმით :)

Surati-2727

ესეც მე და "უფლისწული" კულისებში ვნერვიულობთ... სხვათა შორის, უფლისწულს ნათია თამაშობდა, ანუ გოგო!!!! ;)

ამასობაში მეოთხე კურსიც დავხურე და ჯიპაში ამოვყავი თავი. ნუ ეს ცაკლე ისტორიაა ისევე, როგორც ჩემი გატაცებისა ერთი ადამიანის მიმართ. მოკლედ, იძულებული გავხდი, დასიდან წამოვსულიყავი, რადგან ახალი ინსტიტუტი ნამდვილად არ მომცემდა რეპეტიციებზე სიარულის და, მით უმეტეს, ლექციების გაცდენის საშუალებას.

ძალიან კი მიტყდებოდა. აი, უზომოდ! როგორ შემეხედა რეჟისორისთვის, არ ვიცოდი. რეპეტიციები დაწყებულიიყო და მე ისევ მეფე უნდა მეთამაშა. ჩემი უახლოესი დასელები თოკა და გიგა გავაფრთხილე წინდაწინ… მივედი რეპეტიციაზე  და უკვე სახეზე შემატყვეს, რაც უნდა მეთქვა. ისე კი ძალიან მაგარი განცდა იყო: ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და Libiamo ne’ lieti calici მიმღერეს ვერდის “ტრავიატადან”. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი რეპლიკა სცენაზე. “ჭრილობაში” ამაზე მეტი არაფრი მითქვამს. ეს ვიმღერე ი ვსიო… :D :D :D

თვალზე ცრემლი მომადგა და ეგეთი რომანწიკა არა, მაგრამ თვალზე ცრემლი მართლა მომადგა :) …თუმცა დასიდან ბოლომდე არ წამოვსულვარ: რეჟისორს დავპირდი, რომ სპექტაკლების აფიშებს ისევ მე გავაკეთებ. სხვას რომ თავი დავანებოთ, თოკა და გიგა ისევ ჩემი განუყრელი მეგობრები არიან.

P1210243კვირაში ერთხელ დამირეკავენ, დამპატიჟებენ ლუდზე. მეც, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი და სახინკლეს ან გასეირნებას შევთავაზებ. ისინიც, ასევე მექანიკურად, კიშკაობისა და შემდეგ თეატრში წასვლის იდეას შემომთავაზებენ და ჩვენც დავდივართ “რუსთაველში”. “შობის მეთორმეტე ღამე” 7–ჯერ მაქვს ნანახი და კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება ;)

მოკლედ, ვიკრიბებით, ვსეირნობთ და ვღადაობთ. ხანდახან ქუჩაში სკეტჩებს ვდგამთ და ეს ხო ცალკე ისტორიაა :) :) ამ ბოლო შეხვედრაზე (ცოტა ხნის წინ კიდე დამირეკეს, გამოდიო, მაგრამ ვკვდებოდი, ისე მეძინებოდა…) სიმღერა გავმართეთ. უშედეგოდ ვასწავლიდი საოპერო ტექნიკით სუნთქვას. შედეგად, ყმუილი. მერე ყველამ ისევ ის გავაკეთეთ, რაც ასე კარგად გამოგვდიოდა: გადავირიეთთთთ!! :)P1210252 მოკლედ, ასეა ჩვენი ამბავი. მე და დასი ისევ “ვმეგობრობთ” გიგასა და თოკას წყალობიტ. ისინი მიყვებიან იქაურ ამბებს. სამწყუხაროდ, აწი მათთვის დარბაზიდან მომიწევს ტაშის დაკვრა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დასით ჩემი ოცნების ნახევარი მაინც ავისრულე.

შესაბამისად, დასი ჩემთვის არა წარსული, არამედ ნახევრადწარსულია :)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks