19 thoughts on “ბოღმა და ქართული ბლოგოსფერო

  1. niine

    ვაშაა, მომილოცეთ!!!!!!!!! მე ამ ვიდეოს ბოლომდე ვუყურე.
    ისე, ქართველმა ბლოგერებმა ღმერთის სახელი მოიფიქრეთ უკვე? აშკარად რაღაც სექტის ჩამოყალიბებისკენ მიისწრაფით.არანაირი ბოღმა არ მალაპარაკებს, თან მითუმეტეს რომ მე მხოლოდ რიგითი მკითხველი ვარ, მაგრამ მაშინ როცა ბლოგების კითხვა დავიწყე, არც ბლოგროლლ.გე იყო, არც გასვლითი კონფერენციები და არც ექსკურსიები, სამაგიეროდ ბლოგები და იმ ბლოგებზე დაწერილი პოსტები იყო უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი, მათ შორის იმ ბიჭის ბლოგიც ფენოვანსა და პტარა უფლისწულზე რომ წერდა

    1. zurriuss Post author

      შემოგევლე, ახლა ნაღდად არ მეფენოვნება და არ მეუფლისწულება, რადგან ჯიპაში უსაშინლესი საგნები მაქვს, შესაბამისად ჩემი ბავშვური ეგო გაფენილი ჰყავს წიხლქვეშ :green: :green:

      ეს ვიდეო YouTube-თი ჩავწერე და ბოლოში ავტომატურად მოაჭრა, ასე იცის თურმე. ბევრი არაფერი. აღარც მახსოვს, რას ვამბობდი :)

  2. Kohinor

    მერე, მეორე რა? დამაინტერესა.

    ისე, მაინც ვერ მივხვდი, რატომ არის კრიტიკული პოსტის დაწერა მაინცდამაინც დაბოღმვა? ერთ ბლოგერს ვგულისხმობ, რომლის კრიტიკაშიც გამოსჭვიოდა სიმართლის მარცვალი (“დაჟე” მარცვლები). იქნებ იმას წერდა, რაც სტკიოდა და გულს უწიწკნიდა?! :roll: არიქა, ბოღმიანებად არ მოვინათლოთო და ამის შიშით ყველამ აქოს და ადიდოს ერთმანეთს? (ან უბრალოდ, კორექტულად შეიკავოს თავი და არაფერი წეროს?) ვისაც აქვს შნო, მუღამი (ან …..) წერს, ვისაც ზედმეტად არ უნდა თავის ატკივება – არა.

    ყველას გაგიმარჯოთ თქვენ-თქვენს გზაზე, გკოცნით, გეხვევით, ბოღმიანებო-უბოღმოებო, ასეთებო, ისეთებო… წავიდა მუსიკა!

  3. LiLaC

    კარგია, რომ ეს ორომტრიალი მე პირდაპირ არ მეხება.
    ვიყავი მთაწმინდაზე, მოვუსმინე პრეზენტაციებს, შევათვალიერე ბლოგერები, მივირთვი 2ნაჭერი პიცა და ძალიან კმაყოფილი წამოვედი იქიდან :D:D:D

  4. Qilipa

    შუქი ჩაგიქვრა? :green: ბიჭო რისი თქმაც გინდოდა გავიგე, მაგრამ დაბოღმილობა არ იყო ეგ… ყველამ თავისი უკმაყოფილება გამოთქვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ბოღმა არამგონია ვინმეს ედოს გულში… ასევე სვითის პოსტს რაც შეეხება დაწერილია გაღიზიანებული ადამიანის მიერ და არა დაბოღმილის, რა ჭირს ამ შემთხვევაში დასაბოღმი ვერ გამიგია…

    1. zurriuss Post author

      ქილიფ, “ინტრიგა დამანახა, ინტრიგაააა” არ გაგიგია? :d :d

  5. ERM0NIA

    ნუ შეგვ#$&თ ამ ტერმინით “ქართული ბლოგოსფერო”! :D

    თუ ამ ტერმინის ქვეშ ცალკეული კონკრეტული ბლოგერები მოიაზრებიან ან ბლოგროლ.ჯის “სასტავი”, პოხუი, არ ვარ ამ “ბლოგოსფეროს” წარმომადგენელი და ერთ ადგილას მახატია.

    ძალიან ძველი ბლოგერი ვარ (ჩემი პროფილი შეგიძლიათ ნახოთ). მერე რა? :D ვეტერანობა რა პრივილეგიებს უნდა იძლეოდეს? გაგიჟდით ვაბშე? :D

    ხალხო, მეგობრებო, ნუ “ჩასასტავდებით”, ნუ ანგაჟირდებით და კომკავშირული სისულელეებით ტვინებს ნუ გაიჭედავთ. იყავით თავისუფლები! :)))

    1. zurriuss Post author

      ალავერდი ვარ შენთან!
      ისე, ამხელა “ვეტერანი” კაცი რაფერ ილანძღები :green:
      სასტავისა რა გითხრა, მაგრამ ბლოგერების პირადად გაცნობა ჩემი სურვილია. შეიძლება, არაა სწორი, არ ვიცი, მაგრამ მინდოდა და ეგრე გამოვიდა.
      ვისაც არ უნდა, კი არის თავისთვის და მის ბლოგს მკითხველი მაინც ჰყავს.

      თუმცა ყველა “სასტავი” და “გაერთიანება” კლავს თავისუფალი სიტყვის რაღაც ნაწილს, რადგანაც დამოკიდებული ხდები შენს გარემოცვაზე. თუ რამეს “ისე” იტყვი, შეიძლება, სასტავმა ვერ გაგიგოს და ცუდად გამოხვიდე. ამაში ნამდვილად გეთანხმები.

      მოკლედ, ამ თემაზე სწორი პასუხი არ არსებობს :)

      1. ERM0NIA

        პასუხი და ფიქრი არ სჭირდება თითქმის აქსიომას – ბლოგი თავისუფლებაა და მასზე წერა არანაირ ვალდებულებას არ უნდა წარმოადგენდეს! :)

        არ ვილანძღები ზურიუს ბატონო, ეგ უბრალოდ ფორმაა აზრის გამოთქმის, კონკრეტულად არავის შევხებივარ. საკუთარ ტვინზე დავწერე პირველ რიგში. ვოტ! :D

        1. zurriuss Post author

          ერმონია, ერმონია… ძალიან რომ არ მეძინებოდეს, რამე პასუხს მოვიფიქრებდი :green:

  6. Katieé.Ge

    ნეტა შენ, გეგმა გქონდა შესასრულებელი? რა დიდაქტიკა აგიტყდა შენ მაინც და კიდე გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო არ გაგიგია ?

    მოკლედ, შენი სხვა პოსტები მირჩევნია მე :)))

  7. მარი

    რა გიკვირს ნეტავ? ბოღმიანობა და შურიანობა ყველა ჩვეულებრივი ადამიანს თვისებაა. მთავარია ვინ რამდენად ახერხებს ამ თვისებების დათრგუნვას.
    შენ იმათზე ლაპარაკობ, ვინც სახალხოდ გამოხატავს და ის იკითხე გულში რამდენს აქვს ბოღმა და იხრჩობა. მხოლოდ საკუთარ თავს დააზარალებენ მაგ უარყოფითი ემოციებით

  8. ვასასი

    ბოლო ერთი კვირის მიმდინარე ამბებზე იმდენი დაიპოსტა, აღინიშნა, გაკრიტიკდა თუ ვაზელინი წაესვა, რომ უკვე გული მერევა..

  9. სიყვარულოვნა

    ხოო…
    კი იძახით ბევრი ბოღმიანი პოსტი დაიწერაო ისაო ესა… რამდენიმე პოსტი წავიკიტხე (ყველა ბლოგერის პოსტი არ მინახავს ვინც იქ იყო) და არ დამრჩენია ის შთაბეჭდილება რომ რამეზე დაბოღმილები არიან. უბრალოდ ამ ღონისძიებაზე ცუდიც იყო და კარგიც და ზოგმა მხოლოდ ცუდს გაუსვა ხაზი. აქ მოღმა რა შუაშია? მაშინ მიუთითეთ ლინკები მეც მაინტერესებს აზე დაიბოღმა ეს ხალხი. მეც მიწერია პოსტი ამ დღეზე და ხანდახან ვფიქრობ რა მიწერია რამე ისეთი ხომ არა რომ იფიქრონ დაბოღმილიაო. უბრალოდ ცუდზე ხაზის გასმა არ ნიშნავს დაბოღმას. ხო და ეს იმას არ ნიშნავს რომ მარტო ცუდი უნდა ილაპარაკო და კარგი დამალო

  10. Tomushka

    რა ბედნიერები ვართ რომ არსებობს სიტყვა ბოღმა. ისე ნეტა რა სიტყვას გამოვიყენებდით? სინონიმები მოგვეპოვება?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.