ახალი სეზონი – ახალი ფერი

wallpaper-1600x1200-051როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.

ჰოდა ასე… ახლა მოწითალ–მოყვითალ–მოოქროსფრო ბლოგი მაქვს და თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს ;)

კიდევ ერთი სიახლე: zurriuss-ის ანუ ჩემს ბლოგზე ახალ, ჟურნალისტურ ბლოგს ვამაგრებ: www.Journalistuss.wordpress.com ეს იმიტომ, რომ GIPA–ში მჭირდება. ბლოგი იქნება ქართულ–ინგლისური და, მგონი, პოპულარობითაც ისარგებლებს. უცხოელებს ექნებათ უფორ მეტი საშუალება, ქართულის სწავლის გარეშე, წაიკითხონ ჩემი აზრები :D :D

დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდი თბილ ოქტომბერზე, რომელიც, თითქოს, იმ სითბოს გადმოცემას ცდილობს, რაც ზაფხულმა, მიზეზთა გამო, ვერ მოახერხა ;) ჰოდა კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩვენს პლანეტაზე.

როგორც HOME–შია ნათქვამი, 10 წელიღა დაგვრჩა თურმე, რომ გლობალური დათბობის პრობლემა როგორმე მოვაგვაროთ, თორემ მერე რა დაიწყება, ამაზე მეცნიერებს გაფიქრებაც კი არ სურთ. თუ მაინც წაგძლევთ სურვილი, გაიგოთ დაახლოებით მაინც რა შეიძლება, მოხდეს, ფილმ The Day After Tomorrow–ს უყურეთ. მე კი შემოდგომის სურათების გალერეას გიტოვებთ ;)

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks

13 thoughts on “ახალი სეზონი – ახალი ფერი

  1. ნატოშა

    უუ ) რა სასიამოვნოდ თბილია ) მე მჭირს სეზონების მიხედვით თემფლეითების ცვლის მანიაკობა ) აი ახლა უკვე ზამთრის “ყდებს” ვეძებ ^^ რომ მოვარგო ჩემს ბლოგს.

    ისე შემოდგომა ძააალიან მიყვარს <3

    წარმატებებს ვუსურვებ შენს ახალ ბლოგს )

    1. zurriuss

      დიდი მადლობა, ჩემნაირო :) :)
      წარმატება კი ის იქნება, თუ ხშირად შეხვალ ამ ახალ ბლოგზეც ;)

  2. Natalia

    ვააიმე, რა ლამაზი ფოტოებია! აი, რომ დაგბურძგლავს ისეთი..

    მომწონს შენი შემოდგომის ფერები :)

    1. zurriuss

      მადლობა, რომ გაგებით მოეკიდე ჩემს საშემოდგომო წამოგიჟებას :))

  3. თორნიკე

    მიყვარს შემოდგომა!ფოთლებით ,,დათოვლილი”გზები…ფერთა სიხასხასეში ჩაძირული სამყარო…საინტერესო ფოტოებია…ამ სახლში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი!შენი ახალი ბლოგი ვნახე და ძალიან მომეწონა!(პირველი კომენტარიც დავწერე)

  4. Landish

    ზუ, ვაბშეტა ეს ფერები დატოვე… მე თუ მკითხავ იმ “ცივ” და ლურჯ ფერებს სჯობს… :)

    1. zurriuss

      ლურჯი და ცისფერი ფერი ძააალიან მიყვარს, მაგრამ მაგათი დრო გავიდა. როცა საჭირო იქნება, ისევ დავაყენებ ;)

  5. Lalena

    რა მოხდება ზაფხულმა იზაფხულოს, შემოდგომამ იშემოდგომოს და ზამთარმა იზამთროს… მომენატრა უბრალოდ ყველა სეზონი მთელი თავისი დიდებულებით…

    1. zurriuss

      ჰო… ამ ბოლო დროს ზამთარმა და ზაფხულმა, მგონი, ადგილები გაცვალეს :)

  6. CinnamonGirl

    ჩემი საყვარელი ფერები…
    ჩემი ბლოგი სულ ასეთია, ზამთარ-ზაფხულ…
    იმიტომ რომ
    autumn leaves were turning to the colour of my hair :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:green: :idea: :!: ;) :) :d :?: :p 8) :evil: :roll: :oops: :lol: :cry: :| :x more »